აგვისტოდან ფრენა რომც განახლდეს, ტურიზმი უკვე განწირულია. უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე დარგი ჩაძირვისთვის არის განწირული. მანამდე უამრავი კომპანია დაიხურება და ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება.
ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ მაქსიმალური სარგებელი, რისი მიღებაც წელს ტურიზმიდან შეგვიძლია, ზღვაში წვეთია. რისკი კი მომეტებულად მაღალი, რადგან შემოსული ტურისტების 1% რომ დაინფიცირებული იყოს, შესაძლოა, საკმაოდ დიდი დარტყმა მივიღოთ და დაავადების გავრცელება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ ბალანსდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი დარგში არსებულ რთულ ვითარებაზე და შეზღუდვების გადაჭარბებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ვიდრე ჩვენ? გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. ნაკლებად ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვიდრე საქართველო და ერთ თვეში რა შეიცვლება თუ ეხლა არ ვხსნით საზღვრებს? რეალურად რას უნდა ველოდოთ? ეს არის კითხვები, რომელსაც ერთმანეთს ვუსვამთ, მაგრამ პასუხი არავის გააჩნია.
დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია და მოლოდინი, ინტენსიური კომუნიკაცია და შუამდგომლობა საბანკოს ექტორთან. აუცილებელია საუბარი სექტემბრიდან სესხების 2021 წლის მაისამდე გადავადების შესახებ. არავის გვაქვს ილუზია, რომ ტურისტული მიმოსვლა განახლდება მალე. ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშეა“, - აღნიშნა სიდამონიძემ.
„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის შემოსავლების შესახებ მიმოხილვა მოამზადა. დოკუმენტში განხილულია ტურიზმის აღდგენის რამდენიმე სცენარი, რომლითაც სექტორში მოსალოდნელი დანაკარგები არის მოდელირებული.
პირველი სცენარი ყველაზე პესიმისტურია. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში, ტურიზმის სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. ამ სცენარის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა 2019 წლის მშპ-ის 10.7%-ს დაკარგავს. ამ შემთხვევაში საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 1.5 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება.
მე-2 და მე-3 სცენარების შემთხვევაში, გასული ვიზიტები ადგილობრივი ვიზიტებით ჩანაცვლდება. მე-3 სცენარით, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გასული ვიზიტების დროს დახარჯული თანხები მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე გადანაწილდება, მშპ-ის დანაკარგი 9.2% იქნება. ამ შემთხვევაში, წლიურად საქართველო მხოლოდ 1.2 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება.
მე-4 და მე-5 სცენარებში უკვე ჩანს „უსაფრთხო“ ქვეყნებისთვის საერთაშორისო საზღვრების გახსნის შედეგი. ჩვენი დაშვებით, მე-4 სცენარის დადგომის შემთხვევაში, საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის 25%-ს მიაღწევს, იგივე მაჩვენებელი მე-5 სცენარის შემთხვევაში კი 50% იქნება. შესაბამისად, საუკეთესო, მე-5 სცენარის მიხედვით, მშპ-ის დანაკარგი 6.5% იქნება. ამ შემთხვევაში საქართველო 2.4-3.6 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და 2 მილიონ ადგილობრივ ტურისტს მოემსახურება.
„შედეგი ყველა შემთხვევაში მძიმეა, თუმცა მოლოდინი რომ წელს, საერთაშორისო ვიზიტორები არ გვეყოლება, ავიამიმოსვლის ერთი თვით გადადებამ გაამძაფრა“, - აღნიშნულია კვლევაში.
ივლისის ბოლოს ფრენა რომც აღდგეს, საქართველოს ტურიზმის სექტორი ჩვეულ მდგომარეობას მომდევნო წლის გაზაფხულამდე მაინც ვერ დაუბრუნდება. საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილი პროგნოზს უცხოეთიდან მიღებული შეკვეთების ვადებიდან გამომდინარე აკეთებს.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის ცუდია და ტურიმისთვის - დამღუპველია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი აუგს ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ის მიღებულ იქნა ეპიდემიოლოგების მიერ. მთავრობის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ ეტაპზე, რახან ასე თვლიან, ცუდს ვერ ვიტყვით. გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ტურიზმი, რაშიც ლოგიკა ნამდვილად არის.
2021 წლის აპრილის ბოლომდე ასეთი სიტუაცია გვექნება. მასობრივ ტურიზმს მომავალ გაზაფხულამდე არ ველოდებით. მანამდე იქნებიან ინდივიდუალურად ჩამოსული ადამიანები, თუმცა რასაც ჰქვია ჯგუფური ტურები, ორგანიზებული ტურიზმი და სხვა, ეს არ იქნება“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.
2. ახლა კონკრეტაულად, ქართული ტურიზმი გამოსადექი ყველაზე მეტად იმ ხალხისთვის არის, ვინც ჯერ შევარდნაძის და მერე სააკაშვილის დროს იმდენი მოიპარა, რომ დიდი სასტუმროები აეშენებია... (რომელშიც მერე, პატიოსან ქართველ ქალს / კაცს თვეში 100-150 ლარად სულის გაძრობამდე ამუშავებს. თავად რასაც ვხედავ იმას ვამბობ. მეც ვისვენებ საქართველოში როცა ვახერხებ და ჩემი გადახდილი ფული სად მიდის და როგორ, იმასაც ვარკვევ. (...ამ პანდემიამ ამათ ხომ სულ ხეირი მოუტანათ. მოქმედმა ხელისუფლებამ, თავისი ხალხი რომ თვითმფრინავებით მობოჭა…იმერულია ეს! ...და მერე თავი მოიწონა... მაგათ სასტუმროებში შევიდა ეგ ფული.ასე რომ მოპარულს და არალეგალურს ვინ დაეძებდა... იქეთ დასაჩუქრდენენ, სრულიად ლეგალურად).
3. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული ტურისტი მოიხმარს თურქეთიდან და რუსეთიდან შემოტანილ პროდუქციას.მაგალითად, საჭმელი პროდუქტი... ბოსტნეული თუქრქეთიდან შემოგვაქვს. დაწამლული და გაუბედურებული... მერე, რომ ქართველ ონკოლოგიური პაციენტების წაყვანაც იქ გვიწევს, ამას ვხედავთ?! ვითომ ჩვენს მიწაზე ხილი და ბოსტნეული არ მოდიოდეს და მზე და წყალი საძებნი გვქონდეს... (ცალკე შემომტანი ხეირობს... ვინც ამ გზით ვერ ხეირობს და მცირე ბიზნესს აკეთებს, ესეც ხელისუფლებასთან დაახლოებულ-დანათესავებოლ-დამოყვრებულ-დანათლიამორონებული ხალხის ამბებია ...და მონური მუშაობა მანდაც ჩვეულებრივი ამბავია).
კიდევ ბევრი დეტალია, რომლისთვისაც არ მცალია.
უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ საქართველოში, ბატონ-ყმობა არავის გაუუქმებია, ის ტრანსფორმირდა...
...და მეორე, ფაბრიკა-ქარხანა ცოცხალი თავით არ ააშენა არავინ საქართველოში! ამის ფული არავის არ ააქვს... ხოლო სამინისტროები , განათლების განსაკუთრებით, იმდენს ჭამენ და სვამენ რომ...
მოკლედ, არავის არ უნდა ქვეყანამ სწორი გზით დაიწყოს ფუნქციონირება და ესაა ყველაფრის თავი და თავი.
დანარჩენზე, არც ღირს საუბარი!
პ.ს. ტურიზმი თურქეთში რომ მინახავს ისეთი ბევრ ქვეყანაში არა... ჩამოვიდნენ გერმანიაში და დაუწყეს წრუწუნი გერმანელებს თურქებმა. ამათმაც არაო!
ჰოდა, ჩიტი ხის ტოტს კი არა, საკუთარ ფრთებს რომ უნდა ენდოს, ეს უნდა გაგვეცნობიერებია ამ მოდელირებულ დამოუკიდებლობაში მაგრამ... ჩვენ სულ იოლი გზების მოძებნით დავკავდით და კი ვართ ახალ ასე!