შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში „მილანს“ დატოვებს. ამის შესახებ გამოცემა Sky Sport Italia წერს. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 31 აგვისტოს ეწურება, რის შემდეგაც ის კარიერას შვედურ „ჰამარბიში“ გააგრძელებს.
მანამდე გაგრძელდა ინფორმაცია, რომ ზლატანმა შვედური კლუბის აქციების 25% შეიძინა და კარანტინის პერიოდში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა კიდეც.