ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Saxon-ი ავრცელებს.
სამივე ინფიცირებული ბრესტის „დინამოს“ ფეხბურთელია და ერთი მათგანის ვინაობა, რომლის მდგომარეობაც შედარებით რთულია, გახმაურდა.
საუბარია გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ალექსანდრ ნოისკიზე, რომელიც პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში წევს.
ბელარუსის ჩემპიონატი ერთადერთია, რომელიც პანდემიის დროს არ შეწყვეტილა. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი კი უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.