„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ბრუნუ ლაჟემ თანამდებობა დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა ასეთი გადაწყვეტილება პორტუგალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში „მარიტიმუსთან"“ დამარცხების გამო მიიღო, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში ლისაბონელები ლიდერ „პორტუს“ 6 ქულით ჩამორჩნენ.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზის შემდეგ, „ბენფიკა“ ჩემპიონატის განახლებას ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა და ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
„არწივების“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა. ლაჟეს შეცვლის მთავარი კანდიდატი მაურისიო პოჩეტინიოა, რომელიც„ტოტენჰემიდან“ გაშვების შემდეგ უმუშევარია.