ისტორიულ შედეგს 33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა „კამპ ნოუზე“, ესპანეთის ლა ლიგის 33-ე ტურში „ატლეტიკოსთან“ მატჩში მიაღწია.
მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და „ბარსელონამ“ გაუთვალისწინებელი ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა.
მესიმ 50-ე წუთზე პენალტი პანენკას სტილში შეასრულა და „ბარსას“ შემადგენლონაში 630, არგენტინის ნაკრებში კი 70 ბურთი დაუგროვდა. საინტერესოა, რომ კარიერაში მე-600 ბურთიც მან „ატლეტიკოს“ კარში გაიტანა.