ბერგამოს „ატალანტა“ იტალიაში 69 წლის წინ დაფიქსირებული შედეგის გამეორებას უმიზნებს. ჯან პიერო გასპერინის გუნდი საოცარ სეზონს ატარებს და განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბერგამოელთა შეტევის ხაზია.
სერია A-ს დასრულებამდე 10 ტურით ადრე „ატალანტას“ 80 გოლი აქვს გატანილი, რაც ცხადია ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
როგორც გაირკვა, სერია A-ში ბოლოს გუნდებმა როდესაც ერთ სეზონში 100-გოლიან ზღვარს უწიეს, 69 წლის წინ, 1950-1951 წლების სეზონში დაფიქსირდა. მაშინ ერთბაშად სამმა გუნდმა გადალახა 100-გოლიანი ნიშნული: „მილანი“ (107 გოლი), „ინტერი“ (107) და „იუვენტუსი“ (103).
აქედან მოყოლებული არცერთ იტალიურ გუნდს სეზონში 100 გოლი არ გაუტანია. „ატალანტას“ კი ისტორიის პრაქტიკულად თავიდან დაწერა შეუძლია და ამისთვის დარჩენილ 10 ტურში მინიმუმ 20 გოლი აქვს გასატანი.