„ინტერმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

„ინტერმა“ ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა

მილანის „ინტერმა“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მომავალი სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა. მაისურები ტრადიციულ შავ-ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი, ოღონდ ხაზები ვერტიკალურის ნაცვლად ზიგზაგურია. შეგახსენებთ, რომ კლუბის ტექნიკური სპონსორი ამერიკული ფირმა Nike გახლავთ.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში, ანტონიო კონტეს გუნდი, 28 ტურის შემდეგ 61 ქულით, ცხრილში მესამე ადგილზეა. ლიდერი „იუვენტუსია“ (69 ქულით), მეორე ადგილზე - ლაციო (65).