მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ ითამაშებს. 30 წლის ბოსნიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ კატალონიელებმა „იუვენტუსს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადეს, დამატებით 5 მილიონს კი ტურინელები ბონუსის სახით მიიღებენ.
პიანიჩს „ბარსამ“ 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ხელშეკრულებაში მის გამოსასყიდ სატრანსფერო თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა. ბოსნიელი ცენტრალური ნახევარმცველი „ბლაუგრანას“ მომავალი სეზონიდან შეუერთდება, მანამდე კი ისევ "იუვენტუსში" ითამაშებს.