„გვარამია-გაბუნიას სახით, რუსებს ჰყავთ სასარგებლო იდიოტები, „ან აგნეტურა“

„გვარამია-გაბუნიას სახით, რუსებს ჰყავთ სასარგებლო იდიოტები, „ან აგნეტურა“

„სუს-ი არ არის ქორწინების ბიურო, ეს არის საგამოძიებო ორგანო და ყოველი კონკრეტული საქმე უნდა მიიყვანონ თავის ლოგიკურ დასასრულამდე... ტელეკომპანია „მთავარი“ არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული და ყველა ის კომპანია, რომელსაც რეკლამა მიაქვს, ისეთივე გარეწრები არიან, როგორც მისი დირექტორი... არასრულწოვნები აკლდათ და ისინიც ჩართეს“, – ასე ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარებ პროცესებს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომელსაც for.ge ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების პოლიტიკური შეფასება რთულია, ბევრი ფიქრობს, რომ ექს-პრეზიდენტის განცხადებები ფსიქოლოგების და ფსიქიატრების საქმეა. თქვენც ასე ფიქრობთ?

სოსო მანჯავიძე: სამწუხაროდ, პოლიტიკაში შემოსასვლელი ფილტრები გაფუჭებულია. დაუბრკოლებად შემოდიან პოლიტიკაში და რჩებიან ავანტურისტები, ათასგვარ ტყუილში ნამხილები და სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, ეს ფაქტია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სფეროში ნამდვილი ლიდერი არის ათასგვარ ტყუილში და მათ შორის ტრაგიკულ ტყუილში ნამხილები სააკაშვილი. რაც შეეხება მის მიერ დაფრქვეულ მარგალიტებს - დაიწყო იმით, რომ თურმე მის ოჯახში უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა, თუ ვიღაცას შეხება ჰქონდა „კაგებე“-სთან. ამ დროს მისი ბიძა, თემურ ალასანია „კაგებე“-ს გენერალია. რუსეთის კვოტით მუშაობდა გაეროში განიარაღების კომიტეტში.

ეს იცის ყველამ, მაგრამ რატომ აკეთებს ფაქტებისგან განსხვავებულ კომენტარებს ექს–პრეზიდენტი?

- სააკაშვილმა იმავე ინტერვიუში თქვა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა კიევში, რომელიც, თავის მხრივ, კარგ ტრამპლინს წარმოადგენს საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობისთვის. ასევე, კიევში სწავლობდა დიპლომატიური ხაზით, რომელიც ასევე „კაგებე“-ს ნომენკლატურა იყო. რა თქმა უნდა, მას მფარველობდნენ. როცა არის ასეთი ფაქტოლოგიური მასალა და ყველამ იცის ამის შესახებ, საინტერესოა რატომ ლპარაკობს ასე? ერთია, რომ მას ჩვენს ხალხზე აქვს ცუდი წარმოადგენა, არ აქვს მნიშვნელობა, რა იყო წარსულში, მთავარია, ამ ერთ კონკრეტულ მომენტში შესთავაზოს ისეთი ვერსია, რომ თვითონ წარმოჩინდეს მომგებიანად. მეორეა, რომ თვითონ ვარდება ფსიქოლოგიურ როლში, როცა მართლა ასე ჰგონია და რაც უნდა იმას ამბობს.

თქვა, რომ მისი მმართველობის დროს პროკურატურა მიუკერძოებელი იყო და მხოლოდ სამართლებრივი ნორმებით სარგბელობდაო. თურმე, კორუფციასთან ბრძოლაში ისეთი უკმოპრომისო ყოფილა, რომ მასაც არ ეკითხებოდნენ... მეტიც, თურმე ოქრუაშვილიც ისე დაუპატიმრებიათ, რომ არ იცოდა. ოქრუაშვილის დაკავება ხომ მაინც გვახსოვს, როგორ და რა იყო?! მაგრამ სააკაშვილი ცდილობს თავი წარმოაჩინოს ისეთ სახელმწოფოს შემქმენლად, სადაც სამართალი იყო უზენაესი, თვითონ სამართალში არ ერეოდა, ყოფილი იუსტიციის მინისტრის და პროკურორის დაკავებაც კი, მისთვის უცნობი იყო. თურმე, როცა გაოცებულმა ჰკითხა ადეიშვილს – „რა მოხდა, ვერ დამელოდეთო“? ადეიშვილმა უთხრა – „ქვეყანას ზიანი ადგებოდა, 20 მილიონს რიცხავდა და ამიტომ დავაკავეთო“. ასეთი ამბავი შეთხზა. შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანი ასეთ ტყულის ამბობს.

აქვე საინტერესოა რუსეთის პრეზიდენთან 40-ჯერ შეხვედრის ამბავი. მაშინ, როდესაც ოფიციალურად ორი ქვეყნის პრეზიდენტები სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მსოფლიო პოლიტიკა იცნობს ასეთ შემთხვევას, როდესაც ორი ქვეყნის ლიდერები 4 წლის განმავლობაში 40-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს?

- გამოდის, რომ წელიწადში 10-ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და 5-5 საათი ლაპარაკობდნენ. ამ დროს არსებობს ოფიციალური შეხვედრის 3 შემთხვევა. ანუ, ფარულად ხვდებოდნენ? ფარული პაემანი ჰქონდათ პუტინს და სააკაშვილს?

როგორ ფიქრობთ, რატომ გაუსვა ხაზი სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრას?

- როლში შეიჭრა, რომ თავისი მნიშვნელობისთვის გაესვა ხაზი. 40-ჯერ შეხვდა პუტინს და 5 საათი ილაპარაკეს. თან პუტინი გამოსახა, როგორც მონსტრი მომლაპარაკებელი. 40-ჯერ შევხდა პუტინი, მაგრამ მაინც ვერ გატეხა და პატივისცემა გაუჩნდა, ეს ვინ ყოფილაო. ანუ, თავი წარმოსახა როგორც ზვიადაურმა. ასეთ საოცრებებს ამბობს. მართლაც, მსოფლიო პოლიტიკის „ნოვატორია“ ეს კაცი. ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ხომ უყვიროდა და ვაგზლის ხინკალიც აჭამა; დონალდ ტრამპთან ერთად შადრევნებში დარბოდა; ბაიდენი მან შემოიყვანა პოლიტიკაში; ჯონ მაკ კეინის მეგობარი რომ იყო და ყოველ დღე ხვდებოდა, ეს კიდევ ცალკე თემაა. ისე შეიჭრა როლებში და ისეთი დეტალები გახდა ცნობილი, რომ დასვა კითხვა - რატომ არ ვუყვარდი ობამასო. იმიტომ, რომ რემ ემანუელმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის უფროსი იყო, აშშ–ის პერეზიდენტს ჩასჩურჩულა, რომ სააკაშვილმა ომის პროვოცირება იმიტომ მოახდინა, რომ მაკ კეინის რეიტინგი აეწიაო.

პრინციპში, თუ გავითვალისწინებთ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამ შემთხვევაში, სწორი თქვა სააკაშვილმა...

- რა თქმა უნდა, და ეს წამოსცდა. ანუ, ობამას სააკაშვილი არ უყვარდა იმიტომ, რომ მან მხარი დაუჭრა მაკ კეინს 2008 წლის აგვისტოს ომის ცხელ ფაზაში გადაყვანით. ნაცები იძახიან არ თქვათ, რომ საქართველომ გადაიყვანა ომი ცხელ ფაზაშიო, მთელმა მსოფლიომ თქვა ეს და ჩვენ რატომ არ უნდა ვთქვათ ის, რაც ჩაიდინეს?! კონფლიქტი გადაიყვანეს ცხელ ფაზაში და რაც მოხდა ვნახეთ. ეს წერია ტალიავინის დასკვანში, ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში – 1633-ი მე-6 პარაგრაფი, რომელსაც თვითონ ნაციონალები აწერენ ხელს და კიდევ უსირცხვილოდ იმართლებენ თავს.

თურმე ობამა 2008 წლის ომზე წარმოდგენას იქმნიდა იმით, რას ჩასჩურჩულებდა რემ ემანუელი. ობამას არც „ცეერუ“-ს ანგარიში უნახავს, არც მრჩევლები აწვდიდნენ ინფორმაციას, ელოდებოდა რას ჩასჩურჩულებდა ემანუელი. ასეთი ვერსია შემოგთავაზა ამერიკის ცნობილმა მოკავშირემ, რომ თურმე ამერიკის პრეზიდენტები ასე იქმნიან წარმოდგენებს გეოპოლიტიკურ მოვლენებზე. ეს თავისთავად უფრო დიდი აბსურდია, ვიდრე პუტინთან 40 შეხვედრა.

რაც შეეხება სხვა პასაჟებს, დავით აღმაშენებელს არის გადაკიდებული, არ ასვენებს. გამოთქვა ხალხში გავრცელებული უსაფუძვლო მითი, რომ თურმე დავით აღმაშენებელი საქართველოში 500 წელი იყო აკრძალული და არ ახსენებდნენ. თურმე, თავადაც ისეთივე მკაცრი იყო, როგორც დავით აღმაშენებელი, რომელიც ებრძოდა კოფუფციას. თურმე დავით აღამაშენებელს 500 წელი არ ახსენებდნენ, მაგრამ მას უფრო ადრე გაიხსენებენ. პატივცემულ მიხეილს არ აწყენდა წაეკითხა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულება. დავით აღმაშენებლი საკულტო ფიგურაა და ეს ამბობს, რომ თურმე 500 წელი არ ახსენებდნენ, ასეთ სისულელეს ლაპარაკობს ეს კაცი.

როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გაავლო ეს პარალელები აღმაშენებელთან?

– უნდოდა, რომ მეფე დავითთან შედარებით გაებათილებინა ის უმსგავსობები, რომელიც რეფორმების ნიღბით ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში მისი მმართველობის დროს. სხვათა შორის,  სააკაშვილის დროს, სახელმწიფო უწყებების მოდერნიზაცია მოხდა და ეს მოდერნიზაცია კარგი იქნებოდა, რომ არ გამოყენებულიყო სახელმწიფო ტერორის განსახორციელებლად. საქართველოში აღძრული იქნა 800 000 სისხლის სამართლის საქმე, რომელთა უდიდესი უმრავლესობა დამთავრდა საპროცესო გარიგებებით. გამამართლებელი განაჩენი იყო 0,01%, თითქმის არ იყო. მასშტაბთან მიმართებაში სააკაშვილის მიერ გატარებული რეპრესიები იყო ყველაზე მასობრივი. შედარება რომ გავაკეთოთ, ეს იგივეა, რაც კამბოჯაში და კულტურული რევოლუციის დროს ჩინეთში გატარებულ რეპრესიები იყო. უბრალოდ, ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლოს ვართ ევროპასთან, კურსი მაინც ევროატლატიკური იყო, დახვრეტას ვერ შემოიღებდა, მაგრამ ის, რაც ხდებოდა ციხეებში; როცა პროკურატურას მიცემული ჰქონდა ინსტრუქცია, რომ მაქსიმალურად დაეჭირათ ადამაინები; მოსამართლეებს პროკურატურა აძლევდა ინსტრუქციას, რომ არ ყოფილიყო გამამართლებელი განაჩენი, სააკაშვილის უშუალო დანაშაულია. ის, რაც ხდებობდა: ორი ტერიტორიის ჩაბარება რუსეთისთვის, ჩვენი მოქალაქეების მსხვერპლი და უამრავი ადამიანის გაუბედურება - იყო მისი რეფორმების ფასი. ეს ფასი თუ შეიძლება გადაიხადოს ადამიანმა ე.წ. რეფორმებისთვის, ეს მკითხველმა განსაჯოს.

სააკაშვილის ასეთი განცხადებები, მოსახლეობის რა კატეგორიაზე არის გათვლილი, ლიდერის ასეთი პოზიცია არ აზარალებს „ნაციონალურ მორაობას“ მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდია?

- არა, არ აზარალებს. რაც შეეხება გათვლას, ეს გათვლილია ადამიანების იმ კატეგორიისთვის, რომელიც საჭიროდ არ თვლის ფაქტების გადამოწმებას, გონებრივად ზარმაცობენ. უნდათ დაიჯერონ ის, რასაც ამბობს სააკაშვილი. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი ბევრია, მძიმეა მათი სულიერი მდგომარეობა. თან განმსჭვალული არიან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აგრესიით, ცხოველური სიძულვილით, რომელშიც ვერ აღწევს ვერანაირი ლოგიკური არგუმენტი. სააკაშვილი რაც უფრო მეტად იტყუება, მით უფრო უმძაფრდებათ კერპთაყვანისმცემლური მიდგომა მის მიმართ. ეს სერიოზული პრობლემაა, ეს არის ბრმა რწმენა, რომელიც არ ექვემდებარება ლოგიკურ არგუმენტებს და მთავრდება ფანატიზმით. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის საკმაოდ მსუყე ნაწილი, ასეთ მდგომარეობაშია.

ამ კლასტერის კრისტალიზაცია გამოიწვია იმან, რომ ისინი შენარჩუნებულ იქნენ პოლიტიკურ სივრცეში, აქვთ მედია-საშუალება და მისი გამოყენებით უფრო მარტივია ადამიანების ზომბირება. ამიტომ, ვთვლი, რომ ნაციონალებისთის პასუხის არმოთხოვნა, ძალიან მძიმე შეცდომა იყო. გამრავლდნენ, უფრო ორგანიზებულები არიან და მმართველ ძალასაც მათგან მეხამრიდის გაკეთების საშუალება მიეცათ. საზოგადოების ნებისმიერ ბრლადებაზე შეძლებ თავის გამართლებას, როცა ეს ოპოზიცია გყავს ოპონენტად.

რაც შეეხება გაბუნიას ცნობილ განცხადებას, როგორ ფიქრობთ, „მთავარის“ მიზანი არის 2008 წლის მოვლენების განმეორება, როგორც მაშინ მაკ კეინის შემთხვევში, ახლა უკვე ბაიდენის მხარდასაჭერად, ვგულისხმობ ომის პროვოცირებას რუსეთთან?

- არჩევნების წინ დემოკრატებისთვის მომგებიანია რუსეთთან სიტუაციის გამწვავება, ვინაიდან ისინი დონალდ ტრამპს მუდმივად აკრიტიკებენ რუსეთთან არასაკმარისი მკაცრი პოლიტიკის გამო და ისევ ატრიალებენ ინფორმაციას, რომ ტრამპი დაკავშირებული იყო პუტინთან. აშშ-შიც ზუსტად იგივე განწყობაა, სიართლეს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რამდენ ამომრჩეველს დაარწმუნებ ელექტორალური მოგების მიზნით.

გასაგებია, რომ დემოკრატებს აწყობთ რუსეთთან კონფლიქტი, მაგრამ რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პუტინის მიმართ განწყობა არის ძალიან კრიტიკული, განსაკუთრებით კოვიდ 19-თან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ. სულ ვამბობდი, რომ კოვიდ19-თან ბრძოლის ზომებს მოჰყვება უფრო მძიმე ტალღა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიო პოლიტიკის დესტაბილიაზცია - ვხედავთ რა ხდება აშშ-ში, ევროპაში, რუსეთშიც ანალოგიური სიტუაცია არის. კატასტოფულად დაეცა პუტინის რეიტინგი.

რუსეთში, შიდა პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბევრ პროკრემლურ პოლიტ-ტექნოლოგს აშკარად აწუხებს ის მოსაზრება, რომ შედარებით პატარა ქვეყნის წინააღმდეგ საგარეო პოლიტიკური გართულება და გამარჯვება პუტინისთვის ელექტორალურად მომგებიანი იქნებოდა. ობიექტურად შევხედოთ - გაბუნია რომელი პატრიოტია?! ნამდვილად არ მჯერა, რომ აფხაზეთზე და ცხინვალზე ეწვის გული. გვარამია-გაბუნიას ეს პროვოკაციული გამოხტომები აშკარად ატარებს შეკვეთილ ხასიათს.

რას გულისხმობთ შეკეთილ ხასიათში?

- რუსეთს სჭირდება თავისი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციისთვის, კიდევ ერთელ, საქართველოსგან ახალი მტრის ხატის შექმნა. წინა გინების შედეგად მივიღეთ ის, რომ რუსი ტურისტები გადამისამართდნენ ყირიმში. რუსეთში მყოფი ქართველები იძულებული გახდნენ, რომ გაცილებით მეტი თანხა დაეხარჯათ, რათა ქვეყანაში შემოსულიყვნენ, ჩავარდა ტურუსტული სეზონი, დაზარალდა სავაჭრო ურთიერთობები. სინამდვილეში მოხდა ის, რომ იხეირა რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ იზარალა საქართველომ, რადგან გაბუნიამ გადმოაფრქვია თავისი სიბინძურე. ახლაც იგივე პროცესია. გვარამია-გაბუნიას სახით, რუსებს ჰყავთ სასარგებლო იდიოტები, ან აგნეტურა.

ამ შემთხვევაში ხელისუფლებას რა გზა აქვს, რომ არ დაუშვას ახალი კონფლიქტი რუსეთთან?

- შესაბამისი კანონი უნდა მიიღოს. დეტალურად უნდა გაიწეროს სანქციები. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მოქმედებენ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს სანქციები. ეს აუციელებია.

რაც შეიძლება ჩაითვალოს მედიაზე ზეწოლად...

- არანაირი მედიაზე ზეწოლა ეს არ არის. მედია არის ჩვეულებრივი ინფორმაციული იარაღი პოლიტიკური ძალების ხელში, რომელსაც ისინი იყენებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. საკანონმდებლო სივრციდან უნდა მოხდეს მსგავრი უმსგავსოების პრევენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატიის სამსხვერპლოზე მიგვყავს საკუთარი ქვეყანა. თუ ქვეყანა დაიღუპა, მაშინ რისთვის არის დემოკრატია?! დემოკრატია არსებობს ხალხისთვის და არა ხალხი დემოკრატიისთვის.

რამდენად რთული იქნება ეს არჩვენები ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ პროცესების რადიკალიზაციას, დესტაბილიზაციას... რამდენად რთული პროცესები ელოდება ხელისუფლებას, თუ არ იქნება შესაბამისი ზომები გატარებული? ვგულისხმობ სუს-ში მიმდინარე გამოძიებას...

- ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც მას ასეთი ბინძური ტექნოლოგიებით არ დასჭირდება საზოგადოების მართვა. ყელში ამოუვიდა ყველას ორმაგი და ოთხმაგი აგენტებით საზოგადოების მართვა. არ შეიძლება ეს სიბინძურე გრძელდებოდეს. არ შეიძლება ათასნიარ სიბინძურეში ჩაფლული ადამიანები იცვლიდნენ ადგილებს და მუდმივად ტრიალებდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე. ასეთი ადამიანების ადგილი იქ არ არის. პროფესიული საქმიანობა აღარ უნდა იყოს მათი პოლიტიკა. როგორც გერმანიაში მოხდა დენაციზაციის შემდეგ – პროფესიის აკრძალვა, ასეთი ღონისძიებებია გასატარებელი. პოლიტიკური ველი არის გასაჯანსაღებელი.

რაც შეეხება ელექტორალურ მოლოდინებს და არჩევნების შედეგებს, დღეს არის ვითარება, როდესაც ხელისუფლებას არ ჰყავს კონკურენტი. იმდენად ანეკდოტური იყო ნათელაშვილის ფანჩატურში მიმდინარე პროცესები, იმდენად თითლიბაზობა გააჩაღეს, რომ განსაკუთრებით გასაოცარი იყო კენჭისყრის ამბავი, ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი შაპიტო. ასეთი რამ არც არის აღწერილი მსოფლიო ლიტერატურაში.

მთელი წელი გვესმოდა, რომ პროპორციული არჩევნები არის ბაზალეთის ტბაში ჩაძირული აკვანი, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავრჩებით, ქართული ეკონომიკა აყვავდება და ა.შ. ხომ გვახსოვს რასაც ლაპარაკობდნენ. უეცრად კი, კენჭს არ უყრიან კანონპროექტს იმის იმედით, რომ ჩავარდება და რა მიზეზით? - ჯერ ჟორიკა რურუა გამოუშვითო. ხომ ამბობ, რომ გაიმარჯვებ? გაიმარჯვე და მერე გამოუშვი ეს რურუა, თვითონ გეუბნება იქიდან როგორც „პოლიტიკური“ პატიმარი. მართალია, 13 კაცის მკვლელობაზე გამოუქვეყნეს ინფორმაცია, მაგრამ 13 კაცი რა არის ბოკერია–სააკაშვილისთვის? რა მოსატანია მათთვის რურუას მიერ მოკლული 13 კაცი?! თან ისეთი პოლიტიკური ლიდერია, რომ 50 რეგისტრირებული იარაღი მაქვს და არარეგისტირებულს რატომ ჩავიდებდი ჯიბეშიო. ასეთ აბსურდში ვართ.

გვარამია-გაბუნია და მედიას ცუდი როლი ახსენეთ ამ პოლიტიკურ პროცესებში. უმძიმესი იყო ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ „მთავარის“ სიუჟეტი, არასრულწლოვნების ამოცნობა სულაც არ იყო პრობლემა. გვარამიამ ბოდიში მოიხადა, რაც მას კოლეგებმა მოუწონეს. გასაგებია, რომ მთელი მათი საინფორმაციო არის პოლიტიკა, მაგრამ არასრულწლოვნების ჩართვა რასთან არის კავშირში, ესეც პოლიტიკაა?

- ეს არის აბსოლუტურად დეგრადირებული ადანიანები. ეს მკვლელობაზე უფრო მძიმე დანაშაულია. ჩვენთან რომ არსებობდეს საზოგადოებრივი აზრი და მას ჰქონდეს ინსტუმენტები, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დახურული ეს ტელევიზია. სულ უბედურებას აკეთებენ, მაგრამ ამაზე უფრო დიდი უბედურება რა არის?! ეს არის წარმოუდგენელი სიბინძურე. ისინი, ვინც გვარამიას მოიხსენიებს როგორც ჟურნალისტს, უფრო ბინძურები არიან. ის არავინ არ არის, არ არსებობს როგორც მორალური კატეგორია, ხორცი გინდ გადაადგილდებოდეს და გინდ - არა.

კატასტროფაა რაც ხდება. ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი დონე ეცემა ამის შედეგად. ამ დაუსჯელობის სინდრომის გამო, ჩვენ გადავიქეცით ნახირად. არასრულწოვნები აკლდათ და ისინიც ჩართეს. მეტი რა უნდა გააკეთონ?! სუს–ში ამ მავნებლებს რომ იბარებენ, გეგონება პაემანზე იბარებენ. სუს-ი არ არის ქორწინების ბიურო, ეს არის საგამოძიებო ორგანო და კონკრეტული საქმე უნდა მიიყვანონ თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ეს ტელევიზია უნდა დაიკეტოს, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული. უნდა გამოათრიო ის ეშმაკის მოციქული, ჭინკას რომ ჰგავს, დაკეტო ეს ტელევიზია და დამთავრდა! ამ ტელევიზიის დამფინანსებლები არიან გარეწრები, ვისაც რეკლამა მიაქვს, ისინიც გარეწრები არიან! რა ბოდიში, რის ბოდიში, ან მერამდენე ბოდიში?! რა ბოდიშებზე ვლაპარაკობთ, როდესაც საქმე არასრულწლოვან ბავშვებს ეხებათ!

 

trampi მიშას გარდა ვის რად უნდა ეს სულგაყიდულები ?
პუტინს და კადიროვს სუ დიშლაზე არ ჰკიდია ორივეეე??
ყველამ იცის რომ გაბუნიას და კილერის ამბების ავტორ შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ მიშაააა
და ყველაფრის მიუხედავად მაინც ......................... ეს ,, მეგობრები,, დიდის სერიოზულობით ცდილობენ ამ საქმესთან პუტინის დაკავშირებას, რომ თავიააანთ მამაძაღლის ჩათლახობები საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად არ გაფორმდეს..
არადა თავიც ბოლოც და შუაც, მხოლოდ და მხოლოდ მიხოა და მიხო...................................გაბუნიას გასუხარება მიხოს და მის ბანდას ,,დიდი რევოლუციური საქმისთვის,, (გადატრიალება---გადმოტრიალება) სჭირდებოდა.....
ბიძა მოგვიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო---- ზუსტად ესე იქნებოდა გაბუნიას საქმე......... ერთით მეტი, ერთით ნაკლები---- რა მოხდა, ერთი გაბუნია აქეთ იყოს, იქით იყოს.......
ის თარგამაძე ხომ კინაღამ ტრაკში ააფეთქა...................ესე უპირებდა ამასაც........ ..მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ .....
3 წლის უკან