ტექდათვალიერების საშეღავათო პერიოდი მთავრდება, მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ

ტექდათვალიერების საშეღავათო პერიოდი მთავრდება, მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ

ავტომფლობელებისთვის, რომელთაც სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების ვადა გაუხანგრძლივდათ, შეღავათი მალე დასრულდება. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში თითქმის ყველამ ისარგებლა დაწესებული 2-თვიანი შეღავათით. 2-3 კვირაში კი მათ სატრანსპორტო საშუალებები სრულ წესრიგში უნდა ჰყავდეთ.

იმ მძღოლებს, რომელთაც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუვადდათ, ტექდათვალიერების ვადა 21 ივლისს ეწურებათ. ზოგადად ტექდათვალიერება ყველასთვის სავალდებულო გახდა 22 მაისიდან, თუმცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვისაც ინსპექტირების ვადა მოუწია, მათთვის საშეღავათო პერიოდი სწორედ ივლისამდე გაგრძელდა.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ტექდათვალიერება ყველასთვის სავალდებულოა 22 მაისიდან, თუმცა მათ ვისაც პერიოდული ტექდათვალიერების გავლა უწევდათ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს, ანუ 22 მარტიდან 22 მაისამდე პერიოდში, ვალდებულება გადაუვადდათ 2 თვით, 22 ივლისამდე. ყველა დანარჩენი ავტომობილი ტექინსპეტირებას გაივლის მისთვის დადგენილი საყოველთაო გრაფიკით.

სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის „გრინვეის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ებიტაშვილის განცხადებით, საკმაოდ ბევრია ისეთი ავტომობილი, რომელთაც ტექინსპექტირების გავლის საბოლოო ვადად უწერია 21 ივლისი.

„მინდა მივმართო ყველა მათგანს, გამოიჩინონ წინდახედულობა და დროულად მომართონ სერვის-ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირების გავლის მიზნით. პირადად ჩვენ მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე გავზარდეთ სამუშაო საათები და ამჟამად ვმუშაობთ დილის 9 საათიდან 19 საათის ჩათვლით“, – განაცხადა ებიტაშვილმა.

ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში კი ამბობენ, რომ მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ დამტკიცებული დადგენილებაც, რომლითაც ტექინსპექტირებაში გარკვეულ ცვლილებები შევიდა. მაგალითად, ავტომობილების საბურავების ასაკზე შეზღუდვა დაწესდა და ათ წლამდე ასაკის ავტომობილების საბურავების ექსპლუატაცია დაშვებულია. ხოლო 10 წელზე ზემოთ დაუშვებელია, შესაბამისად, ტექინსპექტირებისას ასეთი ავტომობილები დახარვეზდება.

თუ საქარე მინაზე ავტომობილს გააჩნია არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანება არაუმეტეს 5მმ ზომისა, ამ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა მას ეძლევა მომდევნო ტექინსპექტირების ვადის ამოწურვამდე.

როგორც ასოციაციაში „რეპორტს“ განუმარტეს, იმპორტირებული მანქანებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას 1 ივლისიდან გაივლიან, სავალდებულო მოთხოვნა იქნება გამონაბოლქვის ცხელ მდგომარეობაში 05:03 კატალიზატორის ქონა. ვაჟა იორდანაშვილი ამბობს, რომ ეს სტანდარტი მოქმედებს ევროპაში და ევროპული სტანდარტი გამონაბოლქვზე საქართველოშიც სავალდებულო გახდება.

dima რა სისულელეა! შეიძლება 10 წლის წინ გამოშვებული საბურავი ახალი იყოს,უხმარი,ხოლო 2 წლის წინანდელი უვარგისი! ვის თავში იბადება ნეტავ ასეთი დებილობა?!
4 წლის უკან