„ტვენტეს“ მთავარ მწვრთნელად, სადაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია თამაშობს, რასისტული ქმედებებით გამორჩეული რონ იანსი დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Football-oranje ავრცელებს.
61 წლის სპეციალისტი ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ლიგაში, „ცინცინათში“ მუშაობდა და იქიდან იმის გამო გამოუშვეს, რომ ერთ-ერთ ფეხბურთელს „ნეგრას“, ანუ შავს ეძახდა. მოგვიანებით, კლუბის პრეზიდენტმა, ჯეფ ბერდინგმა განაცხადა, რომ მისი მხრიდან ასეთ საქციელს სისტემატური ხასიათი ჰქონდა და იანსიც სწორედ ამიტომ გაათავისუფლა.
ჰოლანდიის ჩემპიონატში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, აბურჯანიამ და მისმა თანაგუნდელებმა თვრამეტ გუნდს შორის მეთხუთმეტე ადგილი დაიკავეს.