„როლან გაროსი“, საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში, 27 სექტემბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ინფორმაცია გავრცელდა, რომ საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში, შესაძლოა, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს კმორონავირუსის პანდემიის გამო.
ტურნირის მოქმედი გამარჯვებული რაფაელ ნადალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.