იტალიის თასის მფლობელი „ნაპოლი“ გახდა. „იუვენტუსთან“ გამართული შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ნეაპოლელებმა ტურინელებს 4:2 მოუგეს.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში გადამწყვეტი პენალტი არკადიუშ მილიკმა გაიტანა, „ბებერი ქალბატონიდან“ კი თერთმეტმეტრიანი ჯერ პაულო დიბალამ, შემდეგ კი დანილომ გააფუჭა.
„ნაპოლიმ“ იტალიის თასი არსებობის ისტორიაში მეექვსედ მოიგო.