ტიმო ვერნერი ოფიციალურად „ჩელსის“ ფეხბურთელია. Sky Sports-ის ინფორმაციით, საბოლოოდ „ლაიფციგსა“ და „ჩელსის“ შორის 5-წლიანი ტრანსფერი შედგა. აღსანიშნავია, რომ ვერნერამდე ლონდონურმა გუნდმა „აიაქსიდან“ ჰაკიმ ზიეჩი გადმოიბირა.
„ჩელსიმ“ ვერნერისთვის €50 მილიონი გადაიხადა, რაც შეეხება ფეხბურთელის ხელფასს, ის სეზონში €10 მილიონს მიიღებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ „ჩელსის“ წევრი ვარ, ჩემთვის საამაყო მომენტია ამ დიდ კლუბში შესვლა“, - აღნიშნა ტიმო ვერნერმა.