მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიასთან შეთანხმება უარყვეს. ამის შესახებ გამოცემა Известия იტყობინება.
„ცსკა დაინტერესებულია შენგელიას ტრანსფერით, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ ხელშეკრულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი საწყის ეტაპზეა“, - ციტირებს სანდო წყაროს სიტყვებს Известия.
მოგეხსენებათ, ორი დღის წინ ბერძნულმა სააგენტო SDNA-მ დაწერა, რომ შენგელია და რუსული კლუბი 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ეს ივლისში ოფიციალურად დადასტურდებოდა. გუშინ კი, თორნიკემ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: „ცსკა-ს შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს“.
შეგახსენებთ, ევროლიგის 2019-2020 წლების სეზონში თორნიკე შენგელიამ საშუალოდ მატჩში 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი მიითვალა.