„ლივერპულმა“ „ბარსელონასგან“ შესაძლოა 28 წლის შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო შეიძინოს. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მერსისაიდელებთან მოლაპარაკებისთვის მზადაა.
მიმდინარე სეზონში კოუტინიო „ბარსელონას“ იჯარით „ბაიერნში“ ჰყავდა განათხოვრებული. ბრაზილიელი ფეხბურთელი კატალონიურმა კლუბმა 2018 წელს „ლივერპულისგან“ 145 მილიონ ევროდ შეიძინა.