მიუნხენის „ბაიერნი“ ზედიზედ მერვედ გერმანიის ჩემპიონი გახდა

მიუნხენის „ბაიერნი“ ზედიზედ მერვედ გერმანიის ჩემპიონი გახდა

საფეხბურთო კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ ზედიზედ მერვედ გერმანიის ჩემპიონი გახდა. მიუნხენელებმა ჩემპიონობა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. დღევანდელ თამაშში მათ „ვერდერი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

გერმანიის ჩემპიონატის 32 ტურში „ბაიერნმა“ 76 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 66 ქულით დორტმუნდის „ბორუსია“ არის.

„ბაიერნი“ გერმანიის 30-გზის ჩემპიონია. გარდა ამისა, მიუნხენელები გერმანიის თასს 19-ჯერ დაეუფლნენ.