მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის თქმით, გუნდს კრიშტიანუ რონალდუ ძალიან დააკლდა. ამის შესახებ გამოცემა Goal წერს.
„რონალდუზე საუბარი, როგორც მოთამაშეზე, ბანალურია. ის ისტორიაში საუკეთესოა. რეალს მისი გოლები და ხასიათი ძალიან დააკლდა. კრიშტიანოს ყოველთვის გამარჯვება სურს. ის ჩვენ მოტივაციას გვაძლევდა“, -აცხადებს ხორვატი ფეხბურთელი.
მადრიდის „რეალში“რონალდუ 2009-2018 წლებში თამაშობდა. 2018 წელს ის „იუვენტუსში“ გადავიდა.