იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი ოთხ დღეში განახლდება, ამასობაში კი Lega Calcio-მ მომდევნო სეზონის დაწყების თარიღზე შეთანხმებას მიაღწია.
Sky Sport-ის ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება, რომ მაქსიმალურად მოესწროს მისი დასრულება შესაბამის ვადებში (ზუსტი კალენდარი ჯერ შემუშავებული არაა), რადგან 2021 წლის ივნისში ევროპის ჩემპიონატია.
შეგახსენებთ, სერია A-ს ამ სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 12 ტურია დარჩენილი. თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 2019-2020 წლების სეზონი 2 აგვისტოს უნდა დასრულდეს.