"ნიუკასლი" იმმობილეს სარფიან კონტრაქტს სთავაზობს

ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედს“ სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება, რომელიც კლუბში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ რომის „ლაციოს“ თავდამსხმელ ჩირო იმმობილეს ეპატიჟებიან.

ინგლისურმა კლუბმა იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევროს შესთავაზა, ხოლო თავად ჩიროს წელიწადში ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ჰპირდება.

შეგახსენებთ, ჩირო იმმობილე „ლაციოს“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს და 167 მატჩში 116 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი სერია A-ს ბომბარდირთა დავას 27 გოლით (26 თამაშში) სათავეში უდგას.