„ახლა მესამე ეტაპია, როდესაც დიდი განხეთქილებაა ელიტებს შორის, ამერიკელები რთულ ფაზაში გადადიან“

„ახლა მესამე ეტაპია, როდესაც დიდი განხეთქილებაა ელიტებს შორის, ამერიკელები რთულ ფაზაში გადადიან“

დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, ის დამარცხებას აღიარებს. ტრამპმა დემოკრატი მეტოქე ჯოზეფ ბაიდენი პანდემიის დროს იზოლაციაში ყოფნის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუკი სახელმწიფოს მეთაურად ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ.

პარალელურად, ბაიდენი ტრამპს სამხედრო გადატრიალებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ტრამპი არჩევნებს წააგებს და დამარცხებას არ აღიარებს.

აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ამერიკას დაძაბულობის ტალღამ გადაუარა, რაც რასისტულ გამონათქვამებში გადაიზარდა და ჩერჩილის ძეგლის დაზიანებით დაგვირგვინდა იმ მოტივით, რომ ჩერჩილიც თურმე რასისტი იყო. გამორიცხული არ არის, ეს დაძაბულობა ამერიკაში ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებზეც აისახოს.

რა პერსპექტივა აქვს ამერიკულ არჩევნებს?

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამერიკაში რთული მდგომარეობაა. ტრამპი რადიკალურ ცვლილებებს ახორციელებს, მთელ ეკონომიკურ სისტემას ცვლის, რაც არ არის მისგან გამომდინარე, ეს არის იძულებითი ზომა, რადგან აშშ ვეღარ იქნება ლიდერი იმ ფინანსური ბუშტის პირობებში, რომელსაც მას სთავაზობენ გლობალური ფინანსისტები და, ამ შემთხვევაში, მათი წამყვანი ძალა დემოკრატები.

„თვითონ ჯორჯ ფლოიდის ქეისია საინტერესო. ვინ იყო ფლოიდი? ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამდენჯერმე ნასამართლევი პირი, ასევე, ცნობილია, რომ მან ორსულ ქალს პისტოლეტი მიუშვირა, მაგრამ, რაც ამერიკაში ხდება, კარგად აგორებული სპექტაკლია, რომელშიც რასიზმის თემა გამოიყენეს. საინტერესოა, რომ დემოკრატები უფრო ცუდ სურათს გვთავაზობენ, რადგან სოციალურ და ეკონომიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დისკრიმინაცია მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო დიდი საშიშროებაა, ვიდრე რასობრივი დისკრიმინაცია. წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს სიმდიდრის 80%-ს ფლობს რამდენიმე ასეული ოჯახი. ეს უფრო დიდი დისკრიმინაციაა და, თუ არსებული ეკონომიკური მოდელი შეიცვლება, ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით, ტრამპი სწორედ ამას აკეთებს და მან უკვე ზეგავლენა იქონია ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, მის წინააღმდეგ რეზისტენცია ძალიან დიდია. ახლა ფინანსისტების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი არეულობა იყოს ამერიკაში. ამიტომ ამერიკაშიც უნდა ველოდოთ დაძაბულობას“,-აცხადებს თამარ კიკნაძე.

მისივე განმარტებით, რეიტინგის მიხედვით, ტრამპი, სავარაუდოდ, არჩევნებში გაიმარჯვებს, რადგან ბაიდენი სრულიად არაკონკურენტუნარიანი ადამიანია. თანაც, მას ალცჰეიმერის ნიშნები აქვს.

„ამერიკაში გახლდით და ამის მომსწრე ვარ, თუ როგორი განწყობა იყო თვითონ დემოკრატებშიც კი, მათ შორის, საუნივერსიტეტო წრეებში. ისინი უფრო ბარნი სანდერსს უჭერენ მხარს. ყველამ იცის, რომ სანდერსს უფრო მეტი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით გაიყვანეს ბაიდენი, ასე რომ, თვითონ დემოკრატებშიცაა განხეთქილება. ამიტომ ძალიან ცხელ არჩევნებს უნდა ველოდოთ ამერიკაში. ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტი ჯორჯ ფრიდმანი, ეს ძალიან ჭკვიანი ადამიანი წერს, რომ ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები, რადგან სახეზეა ელიტების განხეთქილება. მაგალითად, წინა საუკუნის დასაწყისში ორტეგა ი გასეტი წერდა მასების აჯანყებაზე, ახლა კი ამერიკელი მოაზროვნე ქრისტოფერ ლეში წერს ელიტების აჯანყებაზე. რამდენიმე წლის წინაც იყო ასეთი სცენარი, მეც წამიკითხავს ბევრ ექსპერტთან ასეთი მოსაზრება, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს ფანტასტიკის სფეროდან იყო. თუმცა ახლა გამართლდა, განხეთქილება ნამდვილად არის ელიტებს შორის. ამიტომაც წერს ფრიდმანი, რომ უკვე მესამედ არის განხეთქილება ელიტებს შორის, რომელიც ძალიან ცუდად მთავრდებოდა ხოლმე, პირველი დამთავრდა სამოქალაქო ომით, მეორე ეს იყო მეორე მსოფლიო ომი, მაკარტიზმი და ა.შ. ახლა მესამე ეტაპია, როდესაც დიდი განხეთქილებაა ელიტებს შორის. ამიტომ ამერიკელები რთულ ფაზაში გადადიან“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ტრამპის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ტრამპმა გააკეთა რამდენიმე ხისტი განცხადება, არა ისეთი, რომლითაც კონსენსუსს მიაღწევდა საზოგადოებაში და ამან გამოიწვია პროტესტის მთელი ტალღა. ამის მიუხედავად, ვახტანგ მაისაია ეჭვობს, ჯორჯ ფლოიდის საზარელი მკვლელობისა და მისგან გამოწვეული პროცესების გამო ტრამპს პრობლემა შეექმნას. მისი აზრით, ტრამპს შეიძლება უფრო მეტი დისკომფორტი შეუქმნას კორონავირუსმა და, შესაბამისად, იმ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, რომელიც ამერიკაში უკვე დაფიქსირდა, რადგან 22 მილიონი ადამიანი უმუშევარია.

„ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ისეთი კადრების ნაკლებობაა, რომლებიც ტრამპს შეებრძოლებიან. ანუ ორი ფაქტორია, რაც პოზიტიურად მოქმედებს ტრამპზე - მას არ ჰყავს კონკურენტი, ჯო ბაიდენი იმდენად დისკრედიტირებულია, ვეჭვობ, ბაიდენმა რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ტრამპს. ამდენად, უნდა აირჩიონ ან ტრამპი, ან ანტიტრამპი. არც რესპუბლიკელებთან არსებობენ ტრამპის საპირწონე ძალები, არც დემოკრატებთან. ამერიკაში კადრების დეფიციტია“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება რასისტულ განცხადებებს, ანალიტიკოსის აზრით, ამერიკაში რასისტული განცხადებები ყოველთვის კეთდებოდა და ამით ამერიკაში არავინ არავის გააკვირვებს. სამწუხაროდ, ამერიკაში რასიზმის რეალური პრობლემა 80 წელს არ აღმოიფხვრა, რასიზმს თავისი ადგილი აქვს და ანტირასიზმს-თავისი. ასე რომ, ეს დაპირისპირება არჩევნებსა და ტრამპზე სერიოზულ ზეგავლენას არ მოახდენს, თუკი დონალდ ტრამპმა უკიდურესი შეცდომა არ დაუშვა, არმია არ გამოიყვანა, კონსტიტუციური საფუძველი არ შელახა, მას ალტერნატივა არ ჰყავს.

 

 

 

trampi ესეც შენი კოლუმბიიიი.................................................. უწია ჩემმა ლოცვებმა..................ფინიშშ....
ამერიკელებმა სადაც კი კოლუმბის ძეგლი ნახეს..... ან მოგლიჯეს,, ან კრასკა დააასხეს, ან დააჯვეს, ან დააფსეს....ალალიც ყოფილიყოს
როგორც კი მაგან ამერიკაში ფეხი დადგა მას მერე დაიწყო ამერიკამ კოლონიანიზმიო ....და სადაც კი მისი ძეგლი ნახეს.....ბაააახ.....
თქვენ ნახეთ წერეთელის გაკეთებულ, კოლუმბის უშველებელელ, გემივით ძეგლს თუ მიადგნენ, რამხელა ,,პარადს,, ჩაატარებენ
კოლონიანიზმი ახსენეს როგორც ამერიკის გრეხი....ტრამპპმა ჯარებს სახლში დავაბრუნებო..გვეყოფა მსოფლიო დირექტოორობაო..
.იქით ნატოს გადასწვდა ....
მოკლედ როგორც მსოფლიო იმპერიას უსრულდება უკვე ბაქრაძის პროგნოზი .....ჰააა ჰააა--2-3 წელი და აღარ იქნებიან ეგენი მსოფლიოს დირექტორები
თავიააანთი...... ნაირნაირი რევოლუციები სულ უკან უბრუნდებათ, თანაც უკეთეს ხარისხში
ხალხის ფეხებზე დაკიდების სხვა ქვეყნებში გავლილი პრაქტიკაც უკან უბრუნდებათ
..თავიააანთი გამოზრდილი ე.წ. ლიბერალ--ფაშისტები(ჩვენებური ნაცები) უკვე თვითონ მაგათა ხრავთ შიგნიდან და ძალიან ჩქარა ბოლოს მოუღებენ კიდეც მაგ იმპერიას
დიახაც .............. ეგაა კანონზომიერება ................. ეგაა ლოგიკა ............... ეგაა სამართალი, რასაც დასთესოოო...............
ეხლა უკვე ჯერი..... ჯეფერსონ ვაშინგტონის ძეგლებზეა.....
4 წლის უკან
trampi trampiმარეს

90 % რა თქმა უნდა შენ პოსტს ვეთანხმები, მაგრამ ამერიკის დალაგებაზე კი......................................... რა მოგახსენო....
ეგ 10 % იცოდე, მაგ 90 % ამოატრიალებს......მაგათ ეხლა ჩვენებურად გორბაჩოვის პერიოდი უდგათ, თანაც დაჩქარებული ტემპით
ამან ქნა........... იმან ქნა .................. რა თქმა უნდა მაგას ყველა ვხედავთ, მაგრამ იცოდე მანდ უკვე დედალ -მამალს ვეღარ გაარკვევენ.
..არა, ისე ...... ეგ ყველაფერი რომ ამერიკაზე მიზანმიმართულად და ძალად წაკიდებული ცეცხლია, იასნია..... მაგრამ ასეა თუ ისე, მანდ სსრკ--სავით თვით ლიკვიდაციის რეაქცია უკვე წასულია.
..ბიჯოოო.................. სსსრ--ი დაინგრა სადაც ხალხის მორალი, ზნეობა, განათლება გაცილებით, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე ეხლა მანდააა და მაგათ რაღა მოუვათ? მაგ ათასი ჯიშის ნარევს? სადაც რომ სიტყვა ,, სამშობლო,, საერთოდ არ იციაან რა არის??? რა ენაღვლებათ რა.....დააარბევენ აბა რას იზამენ, თავიააანთი ხომ არ არის? თავიააანთი იმდენადააა რამდენადაც თავიაანთ კეთილდღეობისთვის სჭირდებათ, თორემ სამშობლოოოოოოოოოოოოოოოოოო??? ..
......... თუმცა მე რასაც ვლაპარაკობ, ესენი შენც ძალიან გადასარევად იცი......
ამასწინათ ტელევიზიით აჩვენეს.(რუსულენოვან ევრო ნიუს, სნნ და ბბს ვუყურებ ხოლმე).. ................... მანდ სადღაც ,,პროტესტანტების,, (სინამდვილეში ჩათლახების) მიერ რომელიღაც დიდ ქალაქში, დიდი მარკეტის დარბევის დროს, ათასამდე ადამიანი შევარდა ამ მაღაზიაში და ბოლომდე გამოიტანაო..................წვრილწვრილ მაღაზიებზე ხომ აღარააა ლაპარაკიო
კი მაგრამ მაგ მაღაზიების დარბევა პრიჩომ?? სახლმწიფოსი იყო ეგ მაღაზიები და სახელმწიფოს პროტესტი მასე გამოუხატეეეს??
.....ეგეც შენი მაღალ ზნეობრივი, მაღალ მორალური და მაღალი თვითშეგნების ამერიკა..................როგორც კი ქაოსი დაიწყო ეგ ,,მაღალი თვითშეგნების,, ხალხი ეგრევე ინსტიქტების დონეზე დაეშვნენ და გაცილებით დამანგრევლად მოქმედებენ მანდ( და იმოქმედებენ კიდეც მომავალში) ვიდრე ყოფილი სსრკ-ის ყოფილი მოსახლეობა. ასე რომ აი მანდ წავა პროცესებიიიიიი------------ სსრკ-ის დანგრევა მოგონილი იქნება..
სხვათა შორის ა.ბაქრაძის ნალაპარაკები ამ თემაზე აქ ბევრჯერ მომყავს ხოლმე.
მაგალითად ....... ნუიორკის ერთერთ ,,უბანიში,, 1986-7 წლებში დენის გამორთვისას ატეხილ მანდაურ აურზაურს(დღევანდელისნაირ) და ლოსანჯელესში პოლიციელების მიერ შემთხვევით ზანგის შემოკვდომის დროს ატეხილ დიდ ორომტრიალებს განიხილავდა ხოლმე... იმ პერიოოდში ,,ნამეტანი განათლებულების და სვეტცკების,, მიერ ქართველების ლანძღვა მოდაში იყო ..................ასეთები ვართ ....... ისეთები ვართ... ყველაზე უვარგისები და ა.შ. გახსოვს მაშინდელი ვითარება როგორი რთული იყო , თითქოს გამოსავალიც არა ჩანდა. ხოოდა იმ არეულ ვითარებაში, ის ე.წ ,,ნასტტტავლი,, და მათ ფეხის ხმას აყოლილი ხალხი,, გამოსავალს რომ ვერა პოულობდნენ, (ანუ გამოსავალს რომ ვერ გვკარნახობდნენ) ისევ ქართველს მიუბრუნდებოდნენ და ლანძღავდნენ ხოლმე.............ასეთი ცუდები ვართ, ისეთი ცუდები ვაართ, ჩვენი საშველი არ იქნებაო .
....აი სწორედ იმ ხალხს დააყრიდა ხოლმე მაშინ ა.ბაქრაძე ,,ქოქოლას,, სხვა მაგალითებთან ერთად მაშინ ის მაგ ამერიკულ ამბებსაც ყვებოდა ხოლმე. ...ამბობდა ხალხნო არაფერი ისეთი არა გვჭირს, რომ თვითგვემას მივეცეთ და ქართველ ხალხზე ასეთი პესიმისტური აზრები ვავრცელოთო
დასტურად ევროპის ე.წ. ,,მოწინავე,, ქვეყნების (გერმანია ინგლისი, საფრანგეთი ესპანეთი) ისტორიიდან მოჰყავდა ხოლმე ,,ბრწყინვალე,, მაგალითები ---- სადაც ტახტის გულისთვის ძმა ძმასა კლავდა, მამა შვილს, შვილი მამას და კიდევ სხვა ესეთი ,,ჯიგრულ--ქართული,, მაგალითები. ანუ ამტკიცებდა რომ ქართველი სხვაზე უკეთესი თუ არა, უარესი არაფრით არაააო.( ვეთანხმები 100%-თ)
კიდევ სხვა ისტორიული მაგალითებიც მოჰყავდა ხოლმე ევროპელების ,,მაღალ მორალურ--ზნეობრივ,, მხარეებზე
...... .მოკლედ ხალხს რეალურ იმედს და შემართებას აძლევდა ხოლმე
რაზეც მოვყევი ეს რაღაცეები ალბათ მიხვდი....
ეგე......... ოდნავი ფეხის გადბრუნებაზე ეგ ამერიკა რა დღეში ჩავარდა?
..მაშინ ჩვენ რა რაღა გვექნა ამ 30 საუკუნეში? რამდენი ტანჯვა, რამდენი უბედურება, რამდენი დამპყრობელი(ეს მეშვიდე იმპერიაა) რამდენი სისხლი?.......(.აქ მუხრანის ლექსი ზედგამოჭრილია----- .შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო,,,)
,,...ხოოდა ამ მრავალსაუკუნოვანი უბედურობების ფონზე ,,ცოტა ფეხი,, რომ აგვერიოს გიკვიირს??....ყველაფრის მიუხედავად ჩვენი ერი, მაინც ერად დარჩა.....მანდა?/
...... მიშას 9 წლის განმავლობაში 100--200 ათასიანი უამრავი მიტინგი იყო, (ყველას მონაწილე ვარ---დაჟე იპოდრომიდან მეტიც იყო) არც ერთხელ აქ იმის მსგავსიც კი არ ყოფილა, რაც ეხლა მანდ ტრიალებს ...პირიქით ჩვენზე სუ იმას იძახოდნენ ფოთოლი არ ჩამოვარდნილა და გაზონზე ფეხიც აარ დაუბიჯებიათო...
პოლიციელები გვცემდნენ, გტყიპავდნენ, ელმავალითაც გამოგვეკიდნენ, ქვებსაც გვესროდნენ, რას აღარ გვიკეთებდნენ(იცი ეგენი) და მაინც ამ ყველაფერის მიუხედავად, ჩვენთან ხალხის მხრიდან, არსად, ერთი ფანჯარაც კი არ გატეხილა ..მანდ პირიქით პოლიციელებს ტირობენ დედას....

ხომ არიან მანდ ვითომდა ,,მაღალი თვითშეგნების,, ხალხი? მერე? ვინ გამოდის სინამდვილეში მაღალი თვითშეგნების საზოგადოება??ეგენი თუ ჩვენ? მანდ ფაქტიურად ეხლა სახელწიფოს ანგრევენ, პროტესტი სუ ფეხებზე ჰკიდიათ, ის საწყალი ზანგი მხოლოდ პრიჩინააა.............. პლიუს, ეგენი
ეხლა სახელმწიფოს, ქვეყნის, მიმართ თავიააანთ ნაღდ ,,დამოკიდებულებასაც,, ავლენენ.
როგორც გითხარი მანდ სახელმწიფო მანამდე იციან, მანამ ის მათ იცავს, ეხმარება და ა.შ. თორემ მაგათ სინამდვილში ქვეყნის მიმართ რა დამოკიდებულებაც აქვთ(ანუ ,,სამშობლო,,ჯიგარზე როგორ ,,ჰკიდიათ,,) სინამდვილეში ძაანაც კარგად ჩანს. მანდ უბრალოდ, წესრიგი კანონს და თოფს უჭირავს და ხალხი იმას ემორჩილება(მოდი და ნუ დაემორჩილებოდნენ, ეგრევე .... ბააახ) თორე სამშობლოს მოვუფრთხილდეთო, ეგ მცნება არა მგონია მანდ მოსახლეობის 10% ჰქონდეს(ისიც ჯეფერსონ ვაშინგტონების დროიდან, მართლა ამერიკელების შთამომავლებს)
მოკლედ მანდ მე დალაგებას აღარ ველი
ამბობ კადრები არსებობს, ყველა იციან ვინც ამ არეულობაში დამნაშავეაო....დასჯიანო..
კეთილი იცოდნენ ...... მერე ხეირი?? ყველას დაიჭერეეენ?? მაშინ ერდოღანივით ათასები უნდა დაიჭირონ მანდაც
მერედა მაგდენ ხალხს ვინ დაააჭერინებთ...ეგრევე ტრამპს დემოკრატიაზე დაუჯვავენ, დიქტატორი ხააარო--- ატეხენ ერთ ამბავს და უარესი ჯახი ატყდება
მოკლედ ვერ ლავეს მანდ საქმე, ვერ ლავეს...აგერ თქვენ და აგერ კიდევ გერმანია
.წამოდით ქართველები მაქედან, წამოდით. მე აქაური დაულაგებელი და უწესრიგო ქვეყანა მირჩევნია მაგ თქვენ დალაგებულ ამერიკას,
მოკლედ წამოდით აქეთ, წამოდით...
ვაშინგტონის ძეგლის ამბავზე დიდი მადლობა...... ეხლა ერთი ჯეფერსონზეც გამახარე და მაღარიჩი ჩემზეა(იმედი მაქვს იმის ძეგლებიც ბლომად იქნება მანდ)
ისე კაი დიდი პოსტი კი გამომივიდა... ამხელა პოსტი მგონი წლებია აღარ დამიწერია
4 წლის უკან