მონობისა და კოლონიალიზმის ისტორიასთან ასოცირებული პოლიტიკოსების, ვაჭრებისა და მეცენატების ძეგლები მთელ მსოფლიოში მოძრაობა Black Lives Matter-ის სამიზნეებად იქცნენ. ბრიტანეთში, ბელგასა და შეერთებულ შტატებში აქტივისტების მოთხოვნით ხელისუფლება მათ დემონტაჟს ახდენს.
ბრიტანული სია
პოლიციელის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ აშშ-ის ათეულობით ქალაქსა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მასობრივი პროტესტი პროვოცირება მოახდინა და ამა თუ იმ ისტორიული ძეგლების არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ კითხვის ნიშნები გააჩინა.
Black Lives Matter-ის ბრიტანელი აქტივისტებმა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არსებული 60 ძეგლისგან შემდგარი სია წარმოადგინეს.
პროექტ Topple the Racists („დავახვევინოთ რასისტებს“) მიზანს ამ ძეგლების დემონტაჟის შესახებ დისკუსიის ინიცირება წარმოადგენს, რათა, როგორც აქტივისტები წერენ, „ბოლოს და ბოლოს ბრიტანეთმა თავისი წარსულის შესახებ სიმართლე აღიაროს“.
სია არ არის დახურული, რაც ხანდახან უხერხულობას იწვევს. მასში, მაგალითად, ფიგურირებს რობერტ პილის ხუთი ძეგლი. ეს უკანასკნელი 1830-1840 წლებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ასევე იყო შინაგან საქმეთა მინისტრიც. პილმა შეიმუშავა პოლიციელთა ქცევის ეთიკის ცხრა პრინციპი, რომელიც ბრიტანელი პოლიციელების მომზადებისას დღემდე გამოიყენება.
ლიდსში არსებული ქანდაკების დემონტაჟის აქტივისტები ანოტაციაში წერენ, რომ მონობის გაუქმების კანონპროექტს პილი განიხილავდა როგორც საფრთხეს ბამბის მრეწველობისთვის და ამიტომ მის წინააღმდეგ გამოდიოდა. თუმცა ეს ასე არ არის.
გაზეთი Manchester Evening News აღნიშნავს, რომ 1806 წელს პილი ვერ იქნებოდა ამ კანონპროექტის გამოხმობის პეტიციის ავტორი, ხოლო მონობის აკრძალვის წინააღმდეგ კი გამოდიოდა მისი მამა, რომელსაც ასევე რობერტი ერქვა.
სიაში ვხვდებით სერ ფრენსის დრეიკსაც, მე-16 საუკუნის ზღვაოსანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ესპანური დიდი არმადის განადგურებაში. ამავე სიაშია ადმირალ ნელსონის ქანდაკებაც.
ამასობაში, ლონდონში ძეგლების დემონტაჟი კვლავ გრძელდება - სამშაბათს ჩამოაგდეს მონებით მოვაჭრე იამაიკელი პლანტატორის, რობერტ მილიგანის ძეგლიც. როგორც იტყობინებიან, ესეც საზოგადოების მოთხოვნით გაკეთდა.
რასიზმში ადანაშაულებენ სერ უინსტონ ჩერჩილსაც, რომლის ძეგლიც ლონდონში საპროტესტო გამოსვლების დროს საკმაოდ დაზიანდა. მართალია ლონდონის მერის მიერ შექმნილი კომისია ჩერჩილის ქანდაკებების დემონტაჟის შესახებ მსჯელობას არ აპირებს, მაგრამ მიმდინარე პროტესტების ფონზე ჩერჩილს მუდმივად და ბევრს აკრიტიკებენ.
„ის, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ თეთრი რასის ადამიანები სხვებზე მაღლა დგანან. ის ამას ამბობდა, - აცხადებს ისტორიკოსი რიჩარდ ტოი, - ის ცუდად მოიხსენიებდა ინდოელებს და საშინელი რწმენის მქონე საშინელ ადამიანებს უწოდებდა“.
ოქსფორდში კვლავ ითხოვენ მე-19 საუკუნეში სამხრეთ აფრიკაში ინგლისის კოლონიური ექსპანსიის ინიციატორის, ალმასის მომპოვებელი კომპანიის, De Beers-ის დამაარსებლის, სესილ როდსის ქანდაკების ჩამოგდებას.
ოქსფორდის ორიელ-კოტეჯთან, რომლის ფასადზეც დგას როდსის ძეგლი, სამშაბათს რამდენიმე ათასმა ადამიანმა მარშით და შეძახილით „როდსი უნდა დაემხოს“ ჩაიარა. პროტესტი მშვიდობიანი იყო და მას თვალს პოლიცია ადევნებდა.
როდსის ძეგლის დემონტაჟს ემხრობა ოქსფორდის საქალაქო საბჭოს 48 წევრიდან 26. ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ერთმა ინტერნეტ-პეტიციამ მეოთხედ მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის რექტორმა, ლორდმა კრის პეტენმა პროტესტანტების მოთხოვნას „ფარისევლური“ უწოდა.
„ცოტა არ იყოს ფარისევლობაა როდსის ძეგლის ტემზაში გადაგდების მოთხოვნა იმ დროს, როცა ოქსფორდი ყოველწლიურად უფასოდ იღებს 100 სტუდენტს, საიდანაც მეხუთედი აფრიკიდან არის ჩამოსული“.
სესილ როდსის სახელს ატარებს რამდენიმე გრანტი და სტიპენდია, რომელიც ოქსფორდის უცხოელ სტუდენტებს ეძლევათ. სესილ როდსის ფართო საქველმოქმედო საქმიანობამ თავის დროზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიცვა.
პეტენმა დასძინა, რომ როდსთან დაკავშირებით იზიარებს ნელსონს მანდელას შეფასებას, როდესაც მან როდსს „იმ ძალების ნაწილი, რომელმაც სამხრეთი აფრიკა შექმნა ისეთი, როგორიც არის დღეს“ უწოდა.
ოქსფორდის საქალაქო საბჭოს წევრმა, შაისტა აზიზმა თქვა, რომ პეტენის განცხადება არის უტაქტო.
ბელგია: მეფე ლეოპოლდ II
რასიზმის წინააღმდეგ მიიმართული რამდენიმეკვირიანი პროტესტის შემდეგ ჰოლანდიაში კვარცხლბეკიდან მოხსნეს მეფე ლეოპოლდ II-ის რამდენიმე ქანდაკება. მონარქი, რომელიც ბელგიას მე-19 საუკუნეში მართავდა, მდინარე კონგოს ველის დაპყრობით არის ცნობილი. მის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ტარდებოდა. ბელგიის კოლონიური პოლიტიკის მსხვერპლთა რაოდენობა 10 მილიონს აღწევს. სწორედ ლეოპოლდ II-ის დროს ითხოვდნენ, რომ დამსჯელი ოპერაციების შემდეგ ჯარისკაცებს მათ მიერ მიკლულთა ხელის მტევნები წარმოედგინათ.
Black Lives Matter-ის პროტესტი მასშტაბური იყო ბელგიაშიც - გასული კვირის ბოლოს ბრიუსელის ქუჩებში ათი ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ ბელგიის მთავარი სასამართლოს, მართლმსაჯულების სასახლის წინ მოიყარეს თავი, რომლის მშენებლობაც სწორედ მეფე ლეოპოლდ II-მ დააფინანსა.
ანტვერპენში ლეოპოლდის ძეგლს ცეცხლი წაუკიდეს და ნახატებით “შეამკეს“, მოგვიანებით ქალაქის ხელისუფლებამ ქანდაკება ჩამოხსნა და მუზეუმში გადაიტანა. ბრიუსელში მეფის ქანდაკებაზე დააწერეს სიტყვა „მკვლელი“. საპროტესტო აქციების დროს მეფის კიდევ ერთი ძეგლი მოხატეს ქალაქ გენტში.
მეფე ლეოპოლდ II-ის ქანდაკების დემონტაჟს ბელგიაში მოწინააღმდეგეებიც ყავს, ისინი მეფეს საერთაშორისო ვაჭრობის დამფუძნებლად თვლიან, რომელმაც ქვეყანა გაამდიდრა.
ბელგიელები ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ და ქვეყანაში მეფის ყველა ძეგლის აღებას მოითხოვენ, ერთ-ერთ პეტიციას 70 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
30 ივნისს კონგო დამოუკიდებლობის 60 წელს აღნიშნავს. პეტიციის ავტორებს სურთ, რომ ძეგლების აღება ამ თარიღამდე მოესწროს.
აშშ: გენერალი ლი და ქრისტეფორე კოლუმბი
აშშ-ში Black Lives Matter-ის აქტივისტები თანმიმდევრულად ებრძვიან 1860-იანი წლების სამოქალაქო ომის სამხრეთის შტატების გენერლებისა და ჯარისკაცების ძეგლებს.
2017 წელს, შარლოტსვილში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც აშშ-ის რამდენიმე ქალაქზე გავრცელდა, კონფედერატთა ძეგლებს ნამდვილი ომი გამოუცხადეს. შედეგად, რამდენიმე ქალაქმა გადაწყვიტა, რომ სამხრეთ შტატების ისტორიასთან დაკავშირებული ყველა მემორიალის დემონტაჟი მოეხდინა.
2020 წლის საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას უკავშირდებოდა, აქტივისტებმა მიზანში იგივე ფიგურები ამოიღეს. მთავარ სამიზნედ იქცა მონათმფლობელისა და სამხრეთელი გენერლის, რობერტ ლის ქანდაკება. მანამდე, 2017 წელს პროტესტანტებმა ძეგლს სახე დაუმსხვრიეს.
ახლახანს აქტივისტებმა ვირჯინიის შტატში 1890 წელს დადგმული გენერალ ლის 12-ტონიანი ქანდაკების დემონტაჟს მიაღწიეს. „ჩვენ აღარ ვიქადაგებთ ისტორიის ყალბ ვერსიას“, - თქვა შტატის გუბერნატორმა, როდესაც ძეგლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა.
კონფედერატების, როგორც კონკრეტული ისტორიული ფიგურების ქანდაკებების, ასევე დაღუპული ჯარისკაცების მემორიალების დემონტაჟი აშშ-ის ბევრმა ქალაქმა გადაწყვიტა.
სამშაბათს აიღეს და სატვირთო ავტომობილით გაიტანეს დაღუპულ ჯარისკაცთა ძეგლი ქალაქ ჯეკსონვილიდან (ფლორიდა), ხოლო ქალაქის მერმა, რესპუბლიკელმა ლენი კერიმ მოწოდება გაავრცელა, რომ აღებულ იქნეს კონფედერაციასთან დაკავშირებული ყველა მონუმენტი.
აშშ-ის კონგრესში დემოკრატები ამზადებენ კანონპროექტს კონგრესის შენობაში არებული კონფედერატთა ძეგლების დემონტაჟის შესახებ.
პარალელურად, სანქცირებული დემონტაჟით პროტესტანტები აშშ-ის ზოგიერთ ქალაქში ძეგლების ნგრევას აგრძელებენ.
ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში ოთხშაბათს ღამით საღებავები შეასხეს, დაწვეს და მდინარეში გადააგდეს ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება, რომელიც სანაპიროზე იდგა.
კოლუმბის ძეგლს ბოსტონში თავი მოაძრეს. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ For.ge)
ეს ბრძოლა ინკვიზიციის ახალი მიმდინარეობაა 21-ე საუკუნეში!
ამერიკელებმა სადაც კი კოლუმბის ძეგლი ნახეს..... ან მოგლიჯეს,, ან კრასკა დააასხეს, ან დააჯვეს, ან დააფსეს....ალალიც ყოფილიყოს
როგორც კი მაგან ამერიკაში ფეხი დადგა მას მერე დაიწყო ამერიკამ კოლონიანიზმიო ....და სადაც კი მისი ძეგლი ნახეს.....ბაააახ.....
თქვენ ნახეთ წერეთელის გაკეთებულ, კოლუმბის უშველებელელ, გემივით ძეგლს თუ მიადგნენ, რამხელა ,,პარადს,, ჩაატარებენ
კოლონიანიზმი ახსენეს როგორც ამერიკის გრეხი....ტრამპპმა ჯარებს სახლში დავაბრუნებო..გვეყოფა მსოფლიო დირექტოორობაო..
.იქით ნატოს გადასწვდა ....
მოკლედ როგორც მსოფლიო იმპერიას უსრულდება უკვე ბაქრაძის პროგნოზი .....ჰააა ჰააა--2-3 წელი და აღარ იქნებიან ეგენი მსოფლიოს დირექტორები
თავიააანთი...... ნაირნაირი რევოლუციები სულ უკან უბრუნდებათ, თანაც უკეთეს ხარისხში
ხალხის ფეხებზე დაკიდების სხვა ქვეყნებში გავლილი პრაქტიკაც უკან უბრუნდებათ
..თავიააანთი გამოზრდილი ე.წ. ლიბერალ--ფაშისტები(ჩვენებური ნაცები) უკვე თვითონ მაგათა ხრავთ შიგნიდან და ძალიან ჩქარა ბოლოს მოუღებენ კიდეც მაგ იმპერიას
დიახაც .............. ეგაა კანონზომიერება ................. ეგაა ლოგიკა ............... ეგაა სამართალი, რასაც დასთესოოო...............
ეხლა უკვე ჯერი..... ჯეფერსონ ვაშინგტონის ძეგლებზეა.....