იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დროებითი რეგულაციის შემოღებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, მწვრთნელებს თამაშის დროს 5 ფეხბურთელის შეცვლის საშუალება მიეცემათ.
მანამდე თამაშის მსვლელობისას 3 ფეხბურთელის შეცვლა იყო შესაძლებელი. ახალი წესი სეზონის დასრულებამდე იმოქმედებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.