ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში ხუთი პანდემია გვაქვს

ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსში ხუთი პანდემია გვაქვს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა ქვეყანაში კიდევ ოთხი პანდემია მძვინვარებს - ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BELTA ავრცელებს.

„ეს პერიოდი ლამაზად უნდა გავიაროთ და დავამარცხოთ ოთხი-ხუთი პანდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მძინვარებს - ჯანდაცვის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ინფორმაციის მიწოდების დარგებში. ჩვენ ამას შევძლებთ, უფრო რთული პრობლემებიც მოგვიგვარებია“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.