„შალკეს“ მთავარ მწვრთნელის პოზიციაზე რაულთან კონტრაქტის გაფორმება სურს. ამის შესახებ Bild-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, „შალკეს“ მენეჯმენტი დევიდ ვაგნერის მუშაობით უკმაყოფილოა. გუნდი 37 ქულით მეათე პოზიციაზეა.
რაული „შალკეში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა. ამჟამად კი „კასტილიას“ წვრთნის. მწვრთნელობა 2015 წელს რეალის ბავშვთა გუნდში დაიწყო.
რაული მადრიდის რეალში 1994 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, სადაც 550 მატჩი ჩაატარა და 228 გოლი გაიტანა.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 16 წლის განმავლობაში „რეალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1997-1998, 1999-2000, 2001-2002), ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1999-2000, 2000-2001), „სამეფო გუნდთან“ ერთად ექვსჯერ მოიგო ლა ლიგა (1994-1995, 1996-1997, 2000-2001, 2002-2003, 2006-2007, 2007-2008) ოთხჯერ ესპანეთის სუპერ თასი ( 1997, 2001, 2003, 2008).