საფეხბურთო კლუბი „მილანი“ მედიკოსებს, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მადლიერების ნიშნად 600 მაისურს აჩუქებს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა.
მაისურებს მკლავზე წარწერა აქვს „ყველაფერი კარგად იქნება.“ მათზე ცისარტყელაც არის გამოსახული, რომელიც პანდემიის დროს იმედისა და ერთობის სიმბოლო გახდა. კორონავირუსის გამო შეწყვეტილი იტალიის ჩემპიონატი 20 ივნისს განახლდება.