„ამბოხების შესახებ კანონი“ არეულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, შტატებში სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას აძლევს ქვეყნის პრეზიდენტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე არეულობის ფონზე, ის ამ კანონის გააქტიურების საკითხს განიხილავს, თუმცა აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ აშშ-ში არეულობის შესაჩერებლად მოქმედი სამხედრო ძალების განლაგების წინააღმდეგია.
აშშ-ის ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკაში აგრესიული ფორმის საპროტესტო აქცია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. დემოსნტრანტები გადავიდნენ ძალადობაზე, სამართალდამცავების მიმართულებით ისვრიან პიროტექნიკას, ამტვრევენ მანქანებს, მაღაზიებს. აშშ-ის ეროვნული გვარდია იძულებული გახდა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოეყენებინა.
რა ჯგუფი მართავს ფერადკანიანების მასობრივ გამოსვლებს? ამ საკითხებთან დაკავშირეთ, for.ge საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, ირაკლი გოგავას ესაუბრა.
ჩვენ ვაკვირდებით რა ხდება აშშ-ში. თითქმის ყველა შტატი მოიცვა საპროტესტო აქციამ, რამაც ძალადობრივი სახე მიიღო. ტრამპი აცხადებს, რომ ძალადობა „რადიკალი მემარცხენეების“ მიერ არის წამოწყებული. სახელმწიფო იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა, რაზეც ტრამპს აკრიტიკებს მისი მთავარი კონკურენტი ჯონ ბაიდენი - „ტრამპმა ამერიკელ ხალხს სამხედროები დაუპირისპირა“. პროცესების ქრონოლოგია ბევრს აფიქრებინებს, რომ პროცესები არის მართული. ბატონო ირაკლი, ტრამპი, რომელიც ცნობილია თავისი ხისტი ლოზუნგებით, ღიად ილაშქრებს ლიბერალების წინააღმდეგ. შეიძლება ვთქვათ, რომ პროცესები მხარდაჭერილია დემოკრატების მიერ?
ირაკლი გოგავა: აშშ-ში რამდენიმე პრობლემამ მოიყარა ერთად თავი, პირველ რიგში ტრადიციული ამერიკისთვის ეს არის თანასწორობის პრობლემა. 1963 წლამდე არსებობოდა რასობრივი საკითხი - ცალკე ავტობუსი ფერადკანიანების, ცალკე თეთრკანიანებისთვის. იგივე ხდებობა ბარებში, კაფეებში. 70 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა შავკანიანების სრული ინტეგრირება, თუმცა პროგრესი მაინც საგრძნობია. რომ გადახედოთ ფედერალური გამოძიების ბიუროს სტატისტიკას, კრიმინალის აბსოლუტური უმრავლესობა შავკანიანების მიერ არის ჩადენილი. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. ვერ მოხერხდა ფერადკანიანების ინტეგრირება და სამწუხაროდ, მათ შორის ბევრი ასოციალური ელემენტია. ეს ყველაფერი წარმოშობს ერთგვარ დაძაბულობას ამერიკულ საზოგადოებაში, რისი გამოძახილიც ვნახეთ, როდესაც პოლიციელმა ფაქტიურად მიახრჩო ფერადკანიანი.
აშშ-ში პოლიცია საკმაოდ ხისტია, ვინაიდან ხისტია კონტინგენტიც. პოლიციელს პირველი გასროლის უფლება აქვს. ჩვენთან პირიქით, ჯერ გამაფრთხილებელი უნდა გაისროლოს და თუ საფრთხე იგრძნო, ამის მერე შეუძლია დაუმიზნოს. შარშან აშშ-ში 1100 ადამიანზე მეტი იქნა მოკლული პოლიციის მიერ, აქედან 24% შავკანიანი, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიანები მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ.
მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი მღელვარება, ძალადობრივი გამოსვლები, რაც დღეს ამერიკის თითქმის ყველა შტატში მიმდინარეობს...
- სწორი კითხვაა. მაშინ არ იყო ასეთი მღელვარება იმიტომ, რომ მედია ამას არ აშუქებდა იმ გრადუსით და იმ ტემპერატურით, როგორც ახლა. ორიოდე წლის წინ ტესტირების რეჟიმში ჩატარებული იყო ფერგიუსონის მოვლენები, მსგავსი სიტუაცია იყო იქაც, როდესაც ქალაქი გადაწვეს ფერადკანიანების საპროტესტო გამოსვლებისას. იქაც იყო „ანტიფას“ მოძრაობა, მაშინაც ტრამპის ხელისუფლება ჯორჯ სოროსს სდებდა ბრალს, რომ ის აფინანსებდა მოამბოხე აქტივისტებს ქალაქ ფერგიუსონში.
დღესაც იგივე სქემა მოქმედებს?
- რა თქმა უნდა. პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა არის საბაბი. გენერალური პროკურორი უილიამ ბარი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია. სხვათა შორის მინიაპოლისში, სადაც პირველად გაიმართა აქცია და პოლიციის შენობა დაწვეს, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების 80% სხვა შტატებიდან იყვნენ ჩასულები. ანუ, - ორგანიზებული ჯგუფი. გამოჩნდა კადრები, რომ აგურები იყო დასაწყობებული ქუჩებში, რომ პოლიციისთვის ესროლათ და „ანტიფა“, ეს ულტრარადიკალური მემარცხენე ორგანიზაცია, რომელზეც ამბობენ, რომ ჯორჯ სოროსი აფინანსებსო, არის მთავარი ბირთვი, ვინც ამ ვანდალიზმს სჩადის - მანქანების დაწვა, მაღაზიების დაწვა, მოროდიორობა და ა.შ.
მიზანი ერთია - მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები. იმ ძალებმა, რომლებიც ებრძვიან დონალდ ტრამპს, მთელი არსენალი გადმოიღეს, რაც კი შეიძლება, რათა როგორმე შეუშალონ ხელი ტრამპს ხელმეორედ არჩევაში: პირველი - დონალდ ტრამპი ვითომ შეკრულია რუსეთთან, რაც არ დადასტურდა; შემდეგ უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის თანაშემწის გენერალ მაიკლ ფინის დაკავება და გასამართლება, რომელიც ახლა გაამართლა იუსტიციის სამინისტრომ. შემდეგ იმპიჩმენტი სცადეს და ესეც რომ არ გამოუვიდათ „კორონავირუსის პანდემიის“ მედიაპროექტი მსოფლიო მასშტაბით აამუშავეს, თუმცა პანდემიის ფონზე ტრამპის რეიტინგი 8-10%-ით გაიზარდა. ახლა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოაყოლეს ამბოხი სხვადასხვა ქალაქებში. ეს ყველაფერი ერთად მიმართულია ერთი მიზნისკენ, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ტრამპის მეორე ვადით არჩევას, თუმცა დიდად ვერაფერს აკლებენ, პირიქით - ხალხი უფრო მეტი მონდომებით უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპს.
მასობრივ დაუმორჩილებლობას წინ უძღოდა ტრამპის გადაწყვეტილება - Twitter–ზე, Youtube–ზე და Facebook–ზე დაწესდეს ცენზურა. ასევე გააუქმა დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც ცნობილია, როგორც Covid–19TRACE აქტი, რომელიც იყო საფუძველი BillGates–ის მიერ შემუშავებული პროგრამის; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შეუჩერა დაფინანსება. ტრამპის გადაწყვეტილებებს აქვს ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა?
- წრე, რომელიც ებრვის ტრამპს, საკმაოდ ფართოა. პირველ რიგში ეს არის დემოკრატიული პარტია, შემდეგ არის ტრანსნაციონალური კომპანიები. მსოფლიოში 30 ათასამდე ტრანსნაციონალური კორპორაცია არის, რეალურად ომი მიდის ტრანსნაციონალურ კაპიტალს და ამერიკის ნაციონალურ კაპიტალს შორის. ამერიკულ კაპირტალში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი კომპანები, რომელთა აქტივობების 60% და მეტი აშშ-შია. თქვენ ვინც ახსენეთ - Google, Twitter, Youtube და Facebook ეს ყველაფერი არის ტექნოლოგიური ტრანსნაციონალური კორპორაციები. ისინიც ტრამპის წინააღმდეგ არიან, ვინადან მათი ბიზნესი და შემოსავლის წყარო მთელ მსოფლიოშია და არა მხოლოდ ამერიკაში. ამიტომ, ისინი გარკვეულწილად „ჩაგრავენ“ ტრამპს და ტრამპის მომხრეებს სოციალურ ქსელებში, სწორედ ეს გააპროტესტა ტრამპმა, როცა დაემუქრა Twitter-ს და აპირებს გამოსცეს ბრძანება, რომ შეზღუდოს Twitter-ის მიერ კონტენტის ცენზურა. ცუკერბერგი თამაშობს, არ უნდა, რომ Facebook ჩაერიოს ამ პროცესში და ამიტომ არც მწავდს წვავს და არც შამფურს. წელს დავოსის ფორუმზე ჯორჯ სოროსმა პირდაპირ განაცხადა - ცუკერბერგის ბრალია ტრამპი რომ პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წელსო.
ამერიკის მოსახლეობა ძალიან პოლარიზებულია, პოლიტიზირებული საზოგადოებაა. თეთრკანიანების უმრავლესობა მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. მაგალითად, 2016 წლის არჩევნებში შავკანიანების 88%-მა ხმა მისცა ჰილარი კლინტონს. ამიტომ, ტექნოლოგიურად შავკანიანი ამომრჩევლის ხმა დონალდ ტრამპისთვის პრინციპში არ არის საინტერესო, რადგან ის მათ აბსოლიტურ უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებს. ოპონენტებმა მას შეუქმნეს იმიჯი, რომ ის რასისტია.
ვიცით, რომ CNN არის ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე მედიასაშუალება, თუმცა ამერიკული სოციოლოგია და თვით CNN კვლევაც კი გვაჩვენებს, რომ ტრამპი ლიდერობს. ამერიკაში არის უნიკალური საარჩევნო სისტემა, როდესაც შტატი ირჩევს საარჩევნო კოლეჯს და კოლეჯის ხმებით შემდეგ ირჩევა პრეზიდენტი. ამ სისტემის მიხედვით ამერიკაში არის სამი კატეგორიის შტატები: ერთი, რომელიც სულ დემოკრატებს ირჩევს, მეორე რესპუბლიკელებს და მესამე არის მერყევი შტატების კატეგორია. წელს, ამ არჩევნებზე მერყევი შტატების კატეგორია არის 9. ამ შტატებში ვინც მოიგებს, ის გახდება ამერიკის პრეზიდენტი. დღევანდელი ყველა კვლევა ადასტურებს, რომ 9-ვე მერყევ შტატში ლიდერობს დონალდ ტრამპი. ამიტომ, დიდი ალბათობით, დონალდ ტრამპი ისევ იქნება პრეზიდენტი, თუ მანამდე გრანდიოზული შეცდომა არ დაუშვა მისმა გუნდმა. მე ვფიქრობ, რომ ეს უწესრიგობები ჩაწყნარდება. წესრიგის დამყარება შტატების გუბერნატორების და მერების მოვალეობაა, სწორედ მათ ემორჩილება პოლიცია და ეროვნული გვარდია. პრეზიდენტს კი მხოლოდ არმიის გამოყვანა შეუძლია, რაც უკიდეურეს სიტუაციაში ხდება. ამერიკაში პოლიციის შერიფები არჩევითი თანამდებობის პირია, მოსახლეობა ირჩევს და ისინი ემორჩილებიან ადგილობრივ ხელისუფლებას და არა პრეზიდენტს.
რაც შეეხება ეროვნულ გვარდიას - საინტერესო დანაყოფია, 540 ათასზე მეტი ადამიანი მსახურობს მასში, მაგრამ ისინი ჩვეულებრივად სახლში სხედან, სხვა სამსახურებში მუშაობენ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს მათ იძახებენ, ისინი ხელფასის გარეშე მუშაობენ, თუმცა საგადასახადო შეღავათები აქვთ და მასში ძირითადად ყოფილი არმიელები არიან. მათი გამოძახება ამბოხების ჩასაცხრობად შტატის გუბერნატორის პრეროგატივაა. ტრამპი მათ მოუწოდებს, რომ გამოიყენონ ეროვნული გვარდია, ვინაიდან ეროვნულ გვარდიაში არიან ძველი სამხედროები, გამოცდილი და ნავარჯიშევი ხალხი. ეროვნული გვარდიის გამოძახებას და მობილიზიაციას აქტიურად იყენებენ რესპუბლიკელი გუბერნატორები, ხოლო დემოკრატები გუბერნატორები კი არა - ესეც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ხდება - ამით ხელს უწყობენ, რომ უწესრიგობა ქუჩაში გაგრძელდეს და ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ქაოსი შექმნან ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ტრამპს უფლება აქვს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება არმიის გამოყენების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ამისგან თავს იკავებენ, ვინაიდან, ეს სულ ბოლო ნაბიჯია. სიტუაცია არის რეგულირებადი, მიუხედავად იმისა, რომ მომიტინგეები თეთრ სახლს დაესხნენ. დაპირისპირება იყო მომიტინგეებსა და თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურს შორის, რა დროსაც როგორც CNN წერს (არ ვიცი მათი ნდობა შეიძლება თუ არა), პრეზიდენტის დაცვამ აამოქმედა პროტოკოლი და იმოქმედა ინსტრუქციის მიხედვით, როდესაც პრეზიდენტი ბუნკერში გადაიყვანესო. თავად ტრამპი აცხადებს, რომ მან, უბრალოდ, მოინახულა ბუნკერი.
რასაკვირველია, ეს ვითარება დასრულედება, მაგრამ გააჩნია როგორ და რა ჯგუფის სასარგებლოდ. მით უფრო, როცა აშკარაა რა ჯგუფი ებრძვის დღეს ტრამპს, რამდენად გავლენიანი და ძლიერი ჯგუფებია. როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. ბატონო ირაკლი, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?
- მე ვფიქრობ, მოვლენათა შემდგომ განვითარებას, ზუსტ თარიღებს ვერ გერტყვით, მაგრამ სადღაც სექტემბრიდან ტრამპი გადავა შეტევაზე, ვინაიდან მათ ხელში ჩაუვარდათ პოროშენკოს და ბაიდენის რამდენიმესაათიანი სატელეფონო ჩანაწერები. როგორც უკრაინიდან გვამცნეს, ერთ-ერთი მომენტი არის შემდეგი - 2014-2016 წლებში აშშ ოფიციალურ დახმარებას ურიცხავდა უკრაინას, შემდეგ ეს თანხმა პოროშენკოს ფირმების დახმარებით უკან ბრუნდებოდა და დემოკრატების საარჩევნო კამპანიას ხმარდებოდა უკვე 2016 წელს ტრამპის წინააღმდეგ. თუ ეს მართალია, ეს უკვე სერიოზული კრიმინალია, ვინაიდან საქმე ეხება დანაშაულებრივი გზით ამერიკელი გადამხდელების, ანუ სახელმწიფო ფულის გათეთრებას და დემოკრატების მიერ მის გამოყენებას პოლიტიკურ კამპანიაში. როგორც უკრაინელი ფიგურები ამბობენ, ამის დამადასტურებელი სატელეფონო საუბრები არის. ამიტომ, ტრამპის გუნდის მიერ სექტემბრიდან ეს ყველაფერი ამუშავდება ბაიდენის წინააღმდეგ. ასევე, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გამწვავდება ურთიერთობა ჩინეთს და ამერიკას შორის. აშშ ფლოტის ნაწილს გააგზავნის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და უკვე სექტემბერ-ოქტომბერში იქ მოხდება ესკალაცია, შესაძლოა, საზღვაო და საჰაერო ინციდენტებიც კი ვიხილოთ. ტრამპის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი სპონსორი ბაიდენის და დემოკრატების. ამას ძველი ისტორია აქვს და ოფიციალურადაც არის აღიარებული და ფაქტია, რომ ბაიდენის შვილმა ჩინეთის სახელმწიფო ბანკისგან მიიღო მილიარდ ნახევარი დოლარი საინვესტიციო საქმიანობისთვის აშშ-ში. ვიცე-პრეზიდენტის შვილს ასეთ ფულს ტყუილად არავინ მისცემდა, ფაქტია.
უკრაინაშიც მსგავსი სქემა მუშაობდა, ოღონდ ნაკლები თანხები ფიგურირებს. როდესაც ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი დასაქმებული იყო კორუმპირებული ჩინოვნიკის, ზლოჩევსკის გაზის მომპოვებელ ფირმაში, მილიონებს იღებდა ამაში. თუმცა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აშკარად არ არის ტრამპის თანამოაზრე, რადგან 400 მილიონიანი დაფინანსება შეუწყვიტა ტრამპმა. ისინიც ხელს შეუწყობენ მეორე ტალღის დეკლარირებას. კორონავირუსის მეორე ტალღის და მასთან დაკავშირებული მედიააჟიოტაჟის და კიდევ ერთი ბლოკირების სცენარის მიზანი კი იქნება, როგორმე მიაღწიონ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის დაშვებას, რაც ტრამპის გუდნის აზრით გაყალბებისთვის სჭირდებათ ოპონენტებს. დაძაბული თვეები გველოდება წინ. ნოემბრამდე ეს ყველაფერი არ ჩაწყნარდება. პირიქით - გამწვავდება.
მოვლენებს, რომელსაც ახლა ვაკვირდებით ამერიკაში, სულ რამდენიმე თვის წინ ხდებოდა საქართველოშიც. ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გიგი უგულავა მომიტინგეებს მოუწოდებნენ ამბოხისკენ, რომ ძალადობრივი გზით შეჭრილყვნენ პარლამენტის შენობაში. ეს დაედო საფუძვლად ოქრუაშვილის დაკავებას. შემდეგ, ამას მოჰყვა ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების აღშფოთებული წერილები. ამ კონგრესმენებისთვის მიუღებელია, დღეს რაც ამერიკაში ხდება, მაგრამ საქართველოს შემთხვაში - პირიქით. რა მიდგომაა, რა სტანდარტია ეს?
- შეგახსენებთ ძველ ხალხურ ფრთოსან გამოთქმას - ძლიერი მართალია. ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, როდესაც ძლიერი ყოველთვის მართალია. ის კონგრესმენები, ვინც გმობენ თეთრ სახლზე შეტევას და არ გმობენ შეტევას საქართველოს პარლამენტზე, აშკარად ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. იგივე 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალება, პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრაც იყო ძალადობრივი აქცია.
რაც მხარდაჭერილი იყო ამერიკის მაშინდელი ხელისუფლების მიერ...
- დიახ, მხარდაჭერილი იყო და ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი და მიუბრუნდათ ბუმერანგივით, როგორც თავის დროზე, რუსებს ჩეჩნეთის სახით დაუბრუნდა აფხაზეთის და ცხინვალის თემა. ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ პროფესორის, ცნობილი ეკონომისტის ერიკ რაინარტის პრინციპით, რომელიც გვირჩევს ქართველებს: „მოუსმინეთ დასავლეთს, არ გააკეთოთ ისე, რასაც გირჩევენ და გააკეთეთ ისე, როგორც ისინი საკუთარ ქვეყანაში აკეთებენ“. ეს უნდა იყოს ჩვენი გზა.
რატომ გვირჩევენ ჩვენ იმას, რასაც მიუღებლად თვლიან საკუთარ ქვეყანაში?
- უპასუხისმგბელო პოლიტიკანები და პოლიტიკოსები თავისი ვიწყო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ზოგიერთ შემთხვევაში მოტივირებულები არიან მატერიალურად. სააკაშვილი მილიონებს ხარჯავდა მათ მოქრთამვაზე. მეთიუ ბრაიზები რომ ჩამოდიოდნენ, ლამაზი თვალების გამო კი არ აქებდნენ სააკაშვილს, სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერით მათ ფაქტიურად შეულახეს იმიჯი აშშ-ს, დასავლეთეს და საერთოდ, დემოკრატიას და ამას აგრძელებენ დღესაც. მადლობა ღმერთს, დღეს ეს მასიურად არ ხდება, ფრაგმენტულია. აქ ყველაზე არ არის საუბარი. ამ კონკრეტულ კონგრესმენებს კი, აქ ჰყავთ კონკრეტული პოლიტიკური რჩეულები, პოლიტიკური ფავორიტები და უნდათ, რომ ისინი რაღაცნაირად შეტენონ ხელისუფლებაში, ან კოალიციაში მაინც. ამ დროს რეიტინგი აქვთ 1-2%. ზოგიერთი კი თანხას იღებს კონკრეტულ განცხადებაში და სულ არ აინტერესებთ არც საქართველო და არც ევრაზია. ამ ადამიანებს აინტერსებთ ფული, ნოემბერში არჩევნები აქვთ, ფული უნდა მოაგროვონ, რომ ხელმეორედ აირჩიონ. ნოემბრეში არა მარტო საპრეზიდენტო არჩევნებია, არამედ კონგრესის და სენატის არჩევნებიცაა. ერთი კონგრესმენის საარჩევნო კამპანია 2-3 მილიონი ჯდება მინიმუმ. ამიტომ ისინი ფულს აგროვებენ „ფრონტერას“ მსგავსი საეჭვო კომპანიებისგანაც.
ამ ადგილობრივ ჯგუფებს სახალხო მხარდაჭერა რომ ჰქონდეთ, პარლამენტში ხომ არ შევარდებიან, დაელოდებიან არჩევნებს, მოიგებენ და შევლენ მშვიდად, წყნარად ზარ-ზეიმით, მაგრამ რახან არ აქვთ მოსახლეობის მხარდაჭერა, შტურმით და გადატრიალების გზით ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. ერთხელ გაუვიდათ 2003 წელს და ჰგონიათ, რომ მეორეჯერ გაუვათ, მაგრამ ვერ მივართვით.
ამგვარი შეფასებები, ღიად ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, ეს ხომ აძლიერებს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მიმართ ნოსტალგიას? საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ შემოთავაზებული ე.წ. კოჰაბიტაცია, რასაც შედეგად მოჰყვა რეჟიმის გაძლიერება. საზოგადოებაში არის ასეთი შეფასება და ვფიქრობ სწორიც, რომ დასავლეთი გვტოვებს რუსეთის პირისპირ...
- ხელისუფლება საგარეო-პოლიტიკურ ფრონტზე უხერხემლოდ გამოიყურება. საგარეო უწყება პროტოკოლის სამსახურის ფუნქციას ასრულებს და რეალური საგარეო პოლიტიკა არ წარმოებს. ჩვენ ბევრი ძალიან კარგი ელჩები გვყავს და მათი პოტენციალი წლებია გამოუყენებელია, რადგან მათ დავალებები არ მისდით, ამოცანებს ცენტრი არ უსაზღვრავს. ელჩი კი ისეთი თანამდებობაა, რომ თვითშემოქმედებით ვერ დაკავდება. ვფიქრობ, რომ ამ სფეროს მეთაურები საკუთარ კომფორტს უფრო უფრთხილდებიან და სიმართლე რომ ითქვას, კლასიც არ უვარგათ. რუსეთს რაც შეეხება, არა მგონია, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას წარმოდგენა ჰქონდეს, რა უნდათ საქართველოსთან. მათ თავის დროზე სააკაშვილმა გაუნაღდა სტრატეგიული ინტერესები: დააბრუნებინა სამხედრო ბაზები აფხაზეთში და ცხინვალში; შეუფუთა და აჩუქა ახალგორი და კოდორის ხეობა. რუსეთმა 2008 წელს სააკაშვილის წყალობით თავის სტრატეგიული ამოცანა შეასრულა - დაბლოკა საქართველოს პოტენციური წევრობა ნატოში. მათი ფიქრები დღეს სხვა განზომილებაშია. ურთიერთობის ნორმალიზაციის რესურსი მინიმუმია ამ პირობებში.
შემოდგომაზე საქართველოში არის საპარლამენტო არჩევნები, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდენს საქართველოს არჩევნებზე გავლენას, როგორ განვითარდება პროცესები აშშ-ი?
- რა მოხდება ამერიკაში, ამას მთელს მსოფლიოზე ექნება უდიდესი გავლენა, ვინაიდან ეს არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის სხვადასხვა განზომილებების და მსოფმხედველობებს შორის არჩევანი. ერთი არის ბაიდენის ბანაკი, ვინც ამბობს, რომ საერთოდ სახელმწიფოები არ უნდა არსებობდნენ, უნდა იყოს ცენტრალიზებული, გლობალური მმართველობა. ქადაგებენ ამ ნეოლიბერალურ ფასეულობებს, რომელიც უცხოა ადამიანებისთვის და ნიშნავს ტრადიციის, ისტორიის, კულტურის და განათლების წაშლას. ბაიდენის უკან მდგომი ძალები ამ პლატფორმით მოდიან რეალურად, თუმცა პირდაპირ ამას არ აცხადებენ.
ტრამპი კლასიკური, ტრადიციული ამერიკული მიდგომის მომხრეა. იცავს ეროვნული სახელმწიფოს ცნებას, ამბობს, რომ პატივი ვცეთ ტრადიციას, რელიგიას, ეკლესიას. ის ამბობს - „ღმერთი, ერი, სახელმწიფო“. ეს ლოზუნგი ჩემთვის უფრო მისაღებია. ამ ლოზუნგით მოსული შენ ვერ გეტყვის, რომ მოდი, გააუქმე შენი სახელმწიფო ან დაშალე ეკლესია. ხალხს არ სჯერა, მაგრამ რეალურად ლიბერალების მხრიდან მიდის საუბარი, რომ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მაგალითად საქართველოს ერქმევა სექტორი 27; საფრანგეთს სექტორი 37; ავსტრალიას 58 და ა.შ. ამისკენ მიდის ეს ლიბერალური საზოგადოება, რომლის ერთ-ერთი დროშაც არის ჯორჯ სოროსი და აქაც ჰყავთ ადეპტები ცნობილი მარგინალების სახით.
ხედააავთ იქაური ნაცები და მათი პატრონები, რა ამბებს ატრიალებენ ამერიკაააშიი??
ხოოდა მსოფლიოს რაღას უზამენ??
რაღაცეები გელანდებათო .....
აბა გველანდებააააა??....აი კაცი რას ამბობს----- მეორე პარტია კორონას, როცა მათ საქმეს დასჭირდება, (შეკვეთით) მაშინ გამოუშვებენო...
კორონა.......
კორონა არა ......... შიხტა კიკოლა....მსოფლიო მაფოზები არიან ეგენი, მსოფლიო მაფიოზები....ბუზი აქლემად აქციეს...
ნაცი ნაცია აქაურიც და იქაურიც(ანტიფაც და ნებისმიერიც) ....................იმიტომ რომ მაგათ სუყველას ერთი მამა ჰყავთ ..........ეშმაკი !!!
,,სადაც პირველად გაიმართა აქცია და პოლიციის შენობა დაწვეს, სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეების 80% სხვა შტატებიდან იყვნენ ჩასულები. ანუ, - ორგანიზებული ჯგუფი. გამოჩნდა კადრები, რომ აგურები იყო დასაწყობებული ქუჩებში, რომ პოლიციისთვის ესროლათ და „ანტიფა“, ეს ულტრარადიკალური მემარცხენე ორგანიზაცია, რომელზეც ამბობენ, რომ ჯორჯ სოროსი აფინანსებსო, არის მთავარი ბირთვი, ვინც ამ ვანდალიზმს სჩადის - მანქანების დაწვა, მაღაზიების დაწვა, მოროდიორობა და ა.შ.,,
აი ნაცების და მათი მასწავლებლების პოჩერკი ------მაგათ ყველანაირი ფანდარასტობის პრაქტიკა ჩვენზე გაიარეს--ჩაატარეს და ეხლა მსოფლიოში ნერგავენ
მოკლედ ყოჩაღ ტრამპს, ძაან ჯიგარი კაცი ყოფილა, ძაან ვბალეშიკობ ....ანუ ნიკმა ნაღდად გამიმართლა....
ისე კი რასაც ჩვენ აქ წლების მანძილზე ვგუგუნებთ, ეს კაცი ყველაფერს ლამაზად და წყნარად აყალიბებეს
მაშ სახლმწიფოს მიერ ამ კაცის გამოუყენებლობა შეიზლებაააა??
ამაშიც ემჩნევათ ესენი რა ბედოვლათებიც არიან ....
მაშ თალაკვაძე და მდინარაძე უნდა იყვნენ........ და ეს კაცი კიდევ აფსაითშიიიი....
მიუხედავად იმისა, რომ...
ლიბერალური საზოგადოების დროშა ნამდვილად არის ჯორჯ სოროსი, ამ დროშას ტარი აქვს გამოცლილი და მის მიერ გამოზრდილი ნაცარასტ მიხუილოს მეთოდით მასვე გაურჭობენ ერთ ადგილში...!
(იმედია, ხელისუფლება მიხვდება ამნაირი ხალხის საჭიროებას თავის რიგებში!).
*
აშშ მოსახლეობის რიცხვს, დაახლოებით, ორნახევარჯერ აღემატება მათ ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ოდენობა! - კონსტიტუცია იძლევა ამის უფლებას.
ჰოდა, ახლა მოსახლეობამ დაიწყო შეიარაღებული რაზმების ორგანიზება და პატრულირება ქუჩებში, რადგან ამ ხელოვნურად აგორებული პროტესტით ყველაზე წარმატებით სწორედ ყველაზე ნაძირალებმა ისარგებლეს - ამტვრევენ ძვირფასი მაღაზიების და ბანკების ვიტრინებს, ძარცვავენ და გარბიან...
погромы в США ... и моё отношение к этому
ბმული /> *
...უნგრული ყვავის კვერცხიდან არის გამოჩეკილი ეს დედააფეთქებული სოროსი - ცხრა ათეულს გადააბიჯა, მაგრამ ისევ აგრძელებს საქმიანობას, რასაც მისი ნამდვილი გვარი უკეთ გამოხატავდა - Schwartz (გერმ. შ ა ვ ი ).
(ნიუ-იორკის მერმა, დემოკრატმა დი ბლაზიომ ბრძანება გასცა, არ გამოვიდეს ადგილობრივი გვარდია და ხელი არ შეუშალოს იმას, რაც ამ ქალაქის ქუჩებში ხდება... ხოლო მისი ქალიშვილი დაიჭირა პოლიციამ, როგორც ამ "პაგრომების" მონაწილე!).
...სხვა გარემოში რომ დაბადებულიყო და გაზრდილიყო, შეიძლება სახელოვანი სპორტსმენიც გამხდარიყო ეს ჯორჯ ფლოიდი, მაგრამ როგორც ამერიკაში ამბობენ, ბავშვის მომავალს განსაზღვრავს მისი ზიპ-კოდი... ხოლო მაგის ზიპ-კოდის არეაში თუ უკიდურესი სიღატაკე სუფევდა, აქ არაფერ შუაშია რასიზმი! ეს იმის ბრალია, რომ მაგათი უდიდესი ნაწილი ასეთ ცხოვრებას არჩევს - მუქთად, სახელმწიფო დახმარების ხარჯზე... ქურდობა, ძარცვა, ნარკოტიკები და სექსი! (სექსის ნაყოფის გაზრდაც სახელმწიფოს ხარჯზე - მარტოხელა დედების სტატუსი მასობრივად).
ამ ნორვეგიელზე უკეთესი რჩევა ჯერ არავის მოუცია მზესუზირასავით მარად ერთი მიმართულებით მაცქერალი ჩვენი ხელისუფლებებისათვის :))
(სხვა საკითხია, რამდენად ეყურება ვინმეს).