“დემოკრატიაზე უფრო ბოროტი და საშიში არაფერი ვიცი დედამიწაზე, არც დიქტატურა მხიბლავს, ღმერთმა დამიფაროს”

“დემოკრატიაზე უფრო ბოროტი და საშიში არაფერი ვიცი დედამიწაზე, არც დიქტატურა მხიბლავს, ღმერთმა დამიფაროს”

ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

“დემოკრატიაზე უფრო ბოროტი და საშიში არაფერი ვიცი დედამიწაზე, არც დიქტატურა მხიბლავს, ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ დემოკრატიის სახელით შეფუთული დიქტატურა ყოფილა...

კი ვიცით რაც ყოფილა, აგერ ახლო წარსულში მთელი ცხრა წელი იქ არ ვიყავიით?

ჰოდა რას ვამბობდი, დემოკრატია არის ბევრი ბოროტების სათავე. ვინაიდან საზოგადოება შედგება ყველანაირი ადამიანისგან, ანუ ერთი კეთილია, მეორე ბოროტი, ერთი განათლებულია, მეორე უწიგნური, ერთს იუმორის გრძნობა აქვს, მეორე უჟმურია, ერთი საქმიანია, მეორე უსაქმური... და ა.შ.

აი ასეთ საზოგადოებაზე მოარგო დემოკრატიული პროცესები-ცოტა მედებილება, და ასეთი საზოგადოება ცხოვრობს ყველა ქვეყანაში.

ნუ ახლა ზოგს თუ ის გონია დემოკრატია, აქ რომ შემოვა და "შენი დედას შევე@ი"-ს დაწერს, გადმოარწყევს რაც ენაზე მოადგება... და ამას სიტყვის თავისუფლებას დაუძახებს, მაშინ ვულოცავ ასეთ ადამიანებს-ისინი მართლაც რომ დემოკრატიის სიოთი გრილდებიან.

და ჩვენ? ჩვენ რა დავაშავეთ

ვისაც ზომიერება მოგვწონს? და დემოკრატიის სახელით ჩადენილ სიბოროტეებსაც გადასარევად ვხედავთ?

"ჩემი უფლებები ირღვევა"! -გვესმის ხშირად.

კანონი უნდა კანონობდეს, ყველასათვის თანაბრად და აი მაშინ შევდგებით როგორც სახელმწიფო.

დემოკრატიული პროცესები არა იხვი...

საიდანაც ჩემი საწყალი სამშობლოს უფლებადამცველები და ფემინისტები გრანტებს იღებენ, იმ ქვეყანაში რამოდონა ბეზპრედელია...

დიახაც, ამ პოსტს ნიშნისმოგებით ვწერ.

ყველამ თავის (მამიდასკიარა) დემოკრატიას მიხედოს!

მაგ დემოკრატიამ ქნა ზუსტად, ზოგ პატივცემულს რომ ადამიანის სახე ჩამოაფხრიწა და მაიმუნს დაამსგავსა...

მეკამათეთ რამდენიც გინდათ

ჩემს ქვეყანაში რახანია უკვე დემოკრატიაა და კამათში და ერთმანეთის ჭამაში გადის ცხოვრება, რომელიც ჩემმა თაობამ სრულ სიყვარულში და ჰარმონიაში დავიწყეთ...

გოიმიც მეძახეთ, არც ეგაა პრობლემა-ამის უფლებას დემოკრატია გაძლევთ ))))))

მაგრამ ჩემს ბნელ ახალგაზრდობაში არც ერთი ჭკუათმყოფელი ქალი ქუჩაში არ ყვიროდა რომ "მისი ფუ@უ მისია"

ჰოდა ეხლა ვისაც არ ეზარება, რაც თავში მოსდის იმას გაჰყვირის,,,

დემოკრატია ნაზივაეცა.

ქართულად კი ასე ჟღერს: "გიჟი მიუშვი ნებასა"...

ჰოდა იქა ვართ.

ამ დამოუკიდებლობანას და დემოკრატიობანას თამაშ-თამაშში აფხაზეთი დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ და ნახევარი საქართველო ემიგრანტია ((((

რაზედაც დემოკრატიულად გამოთქვამენ შეშფოთებას უკვე წინ გასული დიდი სახელმწიფოები...”

 

 

 

Katana . ა, ჯიგარი გოგო! - ისე სახიერად დახატა დემოკრატია, სოციოლოგები, პოლიტოლოგები და სხვადასხვა სფეროს "ლოგები" რომ სულ მეცნიერულ-უცოსიტყვათლექსიკონური ტერმინოლოგით აჭრელებულ სტატიაში ვერ მოახეხებდნენ უკეთესად!:))
3 წლის უკან
sapiqrali გაიხარე.
3 წლის უკან