რუსულმა გამოცემა Championat-მა მოსკოვის „ლოკომოტივში“ მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. იური სიომინი მარკო ნიკოლიჩმა ჩაანაცვლა და ზაფხულში „რკინიგზელთა“ რიგებში ბევრი სიახლი ივარაუდება.
სოლომონ კვირკველიას საკითხს გამოცემამ საკმაოდ ვრცელი ნაწილი მიუძღვნა:
„რთული საკითხია, რომლის პასუხის გასაცემად რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. ისინი ამბობენ, რომ შპორტ-ეხპრესს-სთან ინტერვიუში სიომინი ქართველ მცველზე საუბრობდა: „ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში ვაყენებდი, შემდეგი ეტაპის სამუშაოსთვის ვამზადებდი. გენერალური დირექტორი (ვასილი კიკნაძე - რედ) კი მასთან მივიდა და ეუბნება: „მოდი, გუნდი დატოვე, ჩვენ კი ნახევარ ხელფასს მოგცემთ ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილისთვის“. ეს ყველაფერი რა არის? შედეგისთვის ასე მუშაობენ? არ ვაპირებ ფეხბურთელის სახელი დავასახელო, რადგან ჯერჯერობით გუნდშია და გაზაფხულზე კარგი თამაში ჰქონდა“. საიდუმლო არ არის ისიც, რომ კვირკველია პატივს სცემს სიომინს და კარანტინის დროს მასთან სახლში ვარჯიშობდა.
თავისი თვისებებით კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველია. მას ჰქონდა პრობლემები გასულ სეზონში, რაც საიდუმლოებებით მოცულ ტრავმასთან იყო დაკავშირებული. სოლომონს ზამთრის შეკრებაც ცუდი ჰქონდა, მაგრამ მაგრამ გაზაფხულზე დაამტკიცა,რომ სარგებლის მოტანა ისევ შეეძლო. კვირკველია აგრესიული, ძლიერი ფეხბურთელია და სტატიკურ ბრძოლებს იდეალურად ატარებს, თავით მშვენივრად თამაშობს, დიდ დისტანციაზე ჩორლუკაზე სწრაფია, მაგრამ აქვს მინუსებიც: პოზიციური თამაში, მეტოქის მოძრაობაზე აყოლა და შეტევის წამოწყება მოწინააღმდეგის პრესინგის დროს.
კვირკველია ისევ სასარგებლო იქნება „ლოკომოტივისთვის“? თუ მოტივირებულია და ფორმსშია, რა თქმა უნდა. თუ ძველ ფორმას დაიბრუნებს რუსეთის ნებისმიერი კლუბისთვის კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ თუ „რკინიგზელებს“ სურთ დაცვის ხაზი განაახლონ, უფრო სწრაფი და თანამედროვე გახადონ, მაშინ ქართველის პოზიცია გუნდში არ გამოიყურება ისე ძლიერად, როგორც ჩორლუკას პოზიცია, რომელიც პოზიციურ თამაშში და პასებში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქართველი. თუ მხედველობაში მივიღებთ გუნდში შექმნილ ატმოსფეროს საკითხს, მაშინ მისი წასვლა ასე მტკივნეულ მოვლენად აღარ გამოიყურება“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „ლოკომოტივს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ მოსკოველთა რიგებში ჩატარებულ 106 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ჩვენებურმა „რკინიგზელთა“ მაისურით თითოჯერ რუსეთის ჩემპიონობა და სუპერთასი, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო.
ქართველ ფეხბურთელს რუსული მედია ბოლო პერიოდში „კრასნოდარს“, „როტორსა“ და „როსტოვს“ უკავშირებენ.