ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვარჯიშის დაწყებამდე მათ მოედანზე მუხლი მოიყარეს და პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის მიმართ პატივისცემა წუთიერი დუმილით გამოხატეს.
მანამდე ანალოგიური ჟესტით გარდაცვლილის ხსოვნას პატივი „ლივერპულის“ ფეხბურთელებმაც მიაგეს.
46 წლის ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციელებმა მოკლეს, რასაც აშშ-ში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი უწესრიგობები მოჰყვა.