„დინამო თბილისი“ მომავალ სეზონშიც წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფორმატი შეიცვალა. ტურნირში 16-ის ნაცვლად 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. დინამო იმ ათ გუნდს შორის მოხვდა, რომელთაც „უაილდ ქარდი” მიიღეს. კიდევ ორი საგზურისთვის კი ოთხი გუნდი ფლეი ოფში იბრძოლებს. წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაწყების თარიღად 2020 წლის 11-12 ნოემბერი დასახელდა. ფინალურ სერია კი, რომელშიც მონაწილეობას საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს ჰანოვერში 2021 წლის 4-6 ივნისს გაიმართება. ასევე ცნობილი გახდა რომ 2021 წლის ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურნირი 13 დეკემბერს ჩატარდება, საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.