იტალიის Lega Calcio-მ 2019-2020 წლების სეზონის განახლების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, ამჯერად კი XXXV ტურის ჩათვლით თამაშების ჩატარების თარიღები და დროები დაასახელა.
20-21 ივნისს XXV ტურის ოთხი გადადებული მატჩი გაიმართება, რომელიც სწორედ მაშინ გადაიდო, როდესაც იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
25-ე ტურის გადადებული მატჩები
20 ივნისი
„ტორინო“ – „პარმა“
„ვერონა“ – „კალიარი“
21 ივნისი
„ატალანტა“ – „სასუოლო“
„ინტერი“ – „სამპდორია“
22 ივნისიდან კი, სეზონის დარჩენილი ნაწილი ჩვეულებრივ განახლდება და 27-ე ტური სამ დღეზე გადანაწილდა:
22 ივნისი
„ფიორენტინა“ – „ბრეშა“
„ლეჩე“ – „მილანი“
„ბოლონია“ – „იუვენტუსი“
23 ივნისი
„ვერონა“ – „ნაპოლი“
„სპალი“ – „კალიარი“
„ჯენოა“ – „პარმა“
„ტორინო“ – „უდინეზე“
24 ივნისი
„ინტერი“ – „სასუოლო“
„რომა“ – „სამპდორია“
„ატალანტა“ – „ლაციო“