ჯენარო გატუზოს და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯენარო გატუზოს და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს და გარდაეცვალა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის დედმამიშვილი 3 თებერვლიდან მოყოლებული დაავადებას საავადმყოფოში ებრძოდა, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

რინოს და შეუძლოდ 3 თებერვალს გახდა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, ხოლო პარალელურად გატუზოს „ნაპოლი“ „სამპდორიას“ ეთამაშებოდა. მატჩის დასრულებისთანავე იტალიელი გენუადან ვარეზეში გაემგზავრა დის მოსანახულებლად და თამაშის შემდგომ პრესკონფერენციასაც არ დასწრებია.

გატუზოს და ვარეზეს პროვინციაში, გალარეტეში ცხოვრობდა, სადაც „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის ოჯახს წლებია კომერციული საქმიანობა აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ფრანჩესკა გატუზო 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

Katana . worldsport.ge, გატუზოს სხვა ნათესავები ხომ კარგად არიან?
4 წლის უკან