ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დღის წინ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატიდან მოკვეთის შესახებ განცხადებით მიმართა. ფედერაციამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა და შედეგად სატურნირო ცხრილში „ირტიშის“ შედეგები განულდა. შემდეგ კი კალენდრიდან კლუბის თამაშები ამოიღეს.
„ირტიში“ ამით არსებობას არ შეწყვეტს და თამაშს სავარაუდოდ ქვედა ლიგაში განაგრძობს. როგორც კუტალია აცხადებს, მას ხელფასი უკვე სამი თვეა არ აუღია და კლუბის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ფიფაში განაგრძობს.
30 წლის ფორვარდი გასულ სეზონში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა და 2019 წლის „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა.