მადრიდის „რეალმა“ დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ ბაზაზე ზიდანის შეგირდები 11 მარტის შემდეგ პირველად შეიკრიბნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 11 ივნისს განახლდება. პირველ შეხვედრას „რეალი“ 14 ივნისს „ეიბართან“ გამართავს. მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. 27 ტურის შემდეგ სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილის ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება.