ბრიტანელი პრინცი ჰარი რამდენიმე წლის განმავლობაში სპაიკ უელსის სახელზე დარეგისტრირებული Fაცებოოკ-გვერდით სარგებლობდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი წერს.
ჟურნალისტებმა Facebook-გვერდი პრინცისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, ჩელსი დევის საერთო ფოტოების საშუალებით აღმოაჩინეს. გამოცემის ცნობით, ზედმეტი სახელი „სპაიკი“ („წვეტი“) ჰარის ვარცხნილობას უკავშირდება და ასე პრინცს ოჯახის წევრები და მეგობრები მიმართავენ.
Facebook-გვერდზე ნახსენები იყო, რომ სპაიკ უელსი ბოტსვანის ქალაქ მაუნში დაიბადა. ამ ქალაქს ჰარი და ჩელსი 2007 წელს სტუმრობდნენ, შემდეგ კი პრინცი იქ მეგან მარკლთან ერთად ჩავიდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ Facebook-გვერდი რამდენიმე წლის წინ გაუქმდა.