კლინტ ისტვუდი იუბილეს აღნიშნავს. ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი 90 წლის შესრულდა. ისტვუდის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 60-წლიანი კარიერის მანძილზე მსახიობს ათობით ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
მისი ბოლო რეჟისორული ნამუშევარი „რიჩარდ ჯუელის საქმე“ კინოეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. ისტვუდი ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს, „ოსკარის“ ოთხგზის მფლობელია.
„ამ ასაკშიც მხოლოდ წინ მინდა ვიარო. არ მინდა, ადგილზე ვიდგე, ან უკან წავიდე. არავინ იცის, როდის არის საჭირო გაჩერება. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ“, - ამბობს იუბილარი.