მასაჩუსეტსში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა. ამის შესახებ CNN-წერს.
ჯენი სტენას Covid-19-ის დიაგნოზი აპრილში დაუსვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.
რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 8 მაისს 103 წლის ჯენი სტენასთვის ჩატარებული ტესტის პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.