ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილობრივებმა ერთ-ერთი მაიმუნი ხეზე შენიშნეს, სადაც ის სისხლის ნიმუშის შესაგროვებელ კონტეინერს ღრღნიდა.
ლაბორატორიის თანამშრომლები შიშობენ, რომ ინციდენტი რეგიონში ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.