ირმა ნადირაშვილი გიორგი გახარიას: თქვენ აზარალებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ახალისებთ კორუფციას

ირმა ნადირაშვილი გიორგი გახარიას: თქვენ აზარალებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ახალისებთ კორუფციას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კლევიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა და დაინტერესდა, ეს არის კორუფციის მაგალითები და ზეგავლენით ვაჭრობა თუ „ჯიგრულ-ქართული დახმარება“.

„თქვენი აზრით, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები და მათ შორის დეპუტატები, როდესაც გისმენდნენ როგორ „გააპრავეთ“ კორუფცია, რას იზამენ ამის მერე? თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ უფრო კარგად და უფრო მეტს წაიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე არ მგონია და არა მოგაყენებთ შეურაცხყოფას, რომ არ გესმოდეთ, როგორ აზარალებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ახალისებთ კორუფციას და ამას ეძახით ქართულ, ჯიგრულ დახმარებას“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიამ შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტს და ოპოზციას, როცა განაცხადა, რომ მათი დრო არ აქვს.

„შეიძლება ბოტებმა თქვენ გითხრეს, რომ ოპოზიციას მასტერკლასი ჩაუტარეთ, მაგრამ მე გირჩევთ, რომ ყოველთვის, როცა ასეთ ხელოვნურ სტატუსებს შემოგიტანენ თქვენი თვითშეფასების ასამაღლებლად, ჯობია, გავრილოვის ღამე გაგახსენდეთ. თქვენ არ ხართ ის ადამიანი, ვინც მასტერკლასებს ატარებს, თქვენ ხართ ადამიანი, უახლესი ისტორიიდან საქართველოსი, რომელმაც მაკო გომურს თვალი დააკარგინა. ეს უნდა გახსოვდეთ მუდმივად, პარლამენტშიც და გარეთაც“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.