მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ბანკიდან (Bank Of America) კრედიტის სახით 140 მილიონი ფუნტი აიღო.
სესხის აღების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, როცა გაირკვა, რომ დავალიანება 429 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.
თანხა კლუბს კორონავირუსის პანდემიისგან მიღებული ზარალის ანაზღაურებაში დაეხმარება.
გარდა ამისა, კრედიტის დაახლოებით ნახევარს კლუბი ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დამატებაში დახარჯავს.
წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ “ასტონ ვილადან” ჯეკ გრილიშის,“ლიონიდან“ მუსა დემბელეს და „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს შეძენას გეგმავს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.