Football Benchmark-მა პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული კლუბების განახლებული რეიტინგი წარადგინა. ანგარიშში მოცემულია 32 ყველაზე ცნობილი ევროპული საფეხბურთო კლუბის შეფასება.
მადრიდის „რეალი“ კვლავ ყველაზე ძვირადღირებული კლუბია, რომლის ღირებულება 3.478 მილიარდი ევროა; მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“, რომლის ფასი 3.342 მილიარდია; ხოლო კატალონიის „ბარსელონა“ ბრინჯაოს 3.319 მილიარდი ევროთი დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ათეულს მიღმა მოხვდა.
მადრიდის "რეალი" - 3.478 მილიარდი
"მანჩესტერ იუნაიტედი" - 3.342 მილიარდი
კატალონიის "ბარსელონა" - 3.319 მილიარდი
მიუნხენის "ბავარია" - 2.878 მილიარდი
"ლივერპული" - 2.658 მილიარდი
"მანჩესტერ სიტი" - 2. 606 მილიარდი
ლონდონის "ჩელსი" - 2.218 მილიარდი
"ტოტენჰემ ჰოთსპური" - 2.067 მილიარდი
პსჟ - 1.911
ლონდონის "არსენალი" - 1.852 მილიარდი
ტურინის "იუვენტუსი" - 1.735 მილიარდი
დორტმუნდის "ბორუსია" - 1.281 მილიარდი