თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი 12 ივნისს განახლდება. თურქეთის თასის მატჩები 16 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მეორე და მესამე დივიზიონები და სამოყვარულო ლიგები მოედანს 18 ივლისს დაუბრუნდებიან. გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება ექნებათ.
12 ივნისს უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის 2 მატჩი გაიმართება: „გეზტეფე“ „ტრაბზონსპორს“, „ფენერბახჩე“ - კი „კაისერისპორის“ შეხვდება. ამ მომენტისათვის ჩემპიონატის ლიდერი 53 ქულით „ტრაბზონსპორია“, მეორე ადგილას „ისტანბულ ბაშაკშეჰირი“, ასევე 53 ქულით იკავებს, ხოლო მესამეზე 50 ქულით „გალათასარაია“.
თურქეთში საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 19 მარტს შეჩერდა.