მაკიაჟი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის არამხოლოდ სახის კანზე არსებული ნაკლოვანებების დასაფარად, არამედ კონკრეტული იმიჯის შესაქმნელადაც გამოიყენება. ყოველდღიური Natural MU, აკადემიური Soft MU, წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო hard makeup... თითოეული განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ზოგიერთი ადამიანი მათი გაკეთების დროს ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს.
წარმოგიდგენთ 10 ყველაზე დიდ შეცდომას, რომელსაც მაკიაჟის გაკეთების დროს უშვებთ.
ტუშის, ეგრეთწოდებული "მასკარას" წასმა ქვედა ქუთუთოს წამწამებზე.
ზედმეტი "ქონსილერი" სახის კანს აჭრელებს.
მაკიაჟის ფერებთან არასწორად შეხამებული ტუჩსაცხი.
ზედმეტად მუქი ფერის თვალის ჩრდილების გამოყენება.
ქვედა ქუთუთოზე შავი ლაინერის წასმა თვალს ფორმას უცვლის.
რუჟის არასწორი მიმართულებით წასმა.
ზედმეტად ნუ გაიმუქებთ წარბებს, განსაკუთრებით ფანქრით, სჯობს გამოიყენოთ შესაფერისი ჩრდილები.
აუცილებლად გამოიყენეთ კორექტორი თვალის მუქი ნაწილების დასაფარად.
ნუ გამოიყენებთ ზედმეტ პუდრას.
ტუჩის კონტურით ფორმა ზედმეტად არ გამოკვეთოთ.