პრემიერლიგაში კორონავირუსით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა

პრემიერლიგაში კორონავირუსით დაინფიცირების ოთხი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერლიგაში კორონავირუსის მასობრივი ტესტირება გრძელდება და დაინფიცირების ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

პრემიერლიგის ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელებსა და კლუბის პერსონალს შორის 1008 ტესტი ჩატარდა და დადებითი პასუხმა ოთხმა აჩვენა.

დაინფიცირებულები სამ სხვადასხვა კლუბს წარმოადგენენ და მათი ვინაობა ჯეჯერობით ანონიმურია. ოთხივე 7-დღიან სავალდებულო კარანტინში გადავიდა.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი, კლუბებს გუნდურად და კონტაქტური ვარჯიშის უფლება მიეცათ. თუმცა სეზონის განახლების თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არაა.