კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ უმაყურებლოდ თამაში უცნაური იქნება. მიუხედავად ამისა, არგენტინელი მოუთმელად ელოდება სეზონის განახლებას.
„რთულია ცხოვრება და მოღვაწეობა ასეთ გაურკვეველ და განსხვავებულ სიტუაციაში. ჩვენ გვაინტერესებდა, როდის დავუბრუნდებოდით სამსახურს და ტურნირებს. კონცენტრირებულად დარჩენა აუცილებელია.
ვცდილობდი სახლში ყოველდღე მევარჯიშა, თუმცა ინდივიდუალური ვარჯიში ისეთი არაა, როგორც გუნდური. გვექნება დრო ლა ლიგის განახლება მოსამზადებლად და ასევე გვიბრუნდებიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომელთაც ტრავმები ჰქონდათ.
დახურულ კარს მიღმა თამაში გამოწვევაა. ძალიან უცნაური იქნება მაყურებლის გარეშე თამაში, მაგრამ მენტალურად უნდა მოვემზადოთ. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ვითამაშეთ ცარიელი ტრიბუნების წინაშე და ეს ძალიან უცნაური იყო. ახლაც ასე იქნება, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მოუთმენლად ველოდებით თამაშს“, - თქვა მესიმ.