1-ლი ივნისიდან სერბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს დასწრება შეეძლება.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგა 29 მაისს უნდა განახლდეს, ზაფხულის პირველივე დღიდან კი სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარსაც შეუშვებენ, თუმცა რეგულაციებისა და მინიმუმ ერთმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა თითოეულ მათგანს მოუწევს.
სერბეთის სუპერლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და თუ ბელგრადის "ცრვენა ზვეზდამ" დარჩენილ ოთხ მატჩში 2 ქულა მაინც აიღო, ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში ოცდამეცხრედ გახდება.