რატომ გვეჩვენება, რომ უძლური ძლიერია

რატომ გვეჩვენება, რომ უძლური ძლიერია

1978 წელს ვაცლავ ჰაველმა თავის ცნობილი ესსე „ძალა უძალოთა“ დაწერა, რომელიც შემდეგ ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ იქცა. ეს იყო თავისუფლების შეზღუდვის უარყოფა, ზიზღი მონობის მიმართ, გადათარგმნილი კონკრეტულ აზროვნებასა და ქმედებებში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა ადამიანს, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, აქვს საკუთარი ღირსების და თავისუფლების გრძნობა და განცდა, ხოლო, როდესაც ვინმე, მით უმეტეს ხელისუფლება, ამ ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გათელვას ცდილობს, ეს მის უძლურებაზე უფრო მეტყველებს ვიდრე ძალაზე. ხოლო მოქალაქეების ბუნებრივი სწრაფვა და ქმედება დაიბრუნონ და აღიდგინონ ღირსება და თავისუფლება, არის საუკეთესო და ქმედითი მოძალადეებისათვის.

ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაცმოძრაობა“ ძალისმიერი და სასტიკი მეთოდებით ადამიანთა ღირსებაზე და თავისუფლებაზე ძალადობდა იმის იმედით, რომ შეშინებული ხალხი ხელმეორედ გამოსვლას და ხმის ამოღებას ვეღარ გაბედავდა. მაშინდელი ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში „შიშის სინდრომის“ დათესვა მკაფიოდ უჩვენებდა, რომ „ძალას“ ფლობდნენ „უძალოები“ და, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ შექმნილი ავტორიტარული სისტემა სინამდვილეში თიხის ფეხებზე იდგა. ამიტომაც 2012 წელს ამ ფეხების მოკვეთა და სისტემის მშვიდობიანად გასტუმრება სრულიად დაძლევადი ამოცანა აღმოჩნდა.

ამიტომაც, რაც უნდა ისაუბრონ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაში დასავლეთის როლზე, მთავარი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ ღირსების და თავისუფლების აღდგენის ურყევი ნება. სწორედ, ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოიქცა დასავლეთი ისე, როგორც მოიქცა. დასავლეთში კარგად გააცნობიერეს, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შენარჩუნება, რომელიც შეიძლება მავანთათვის კომფორტული იყო, დანაკარგს უფრო მეტს მოუტანდათ ვიდრე სარგებელს.

დღეს ხელისუფლებიდან ჩამოშორებული და ყველა პარამეტრით დაუძლურებული „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, ძალის დემონსტრირებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობენ. ისინი ცდილობენ აწმყოსა და წარსულის ფალსიფიცირებას და სურთ საკუთარი დანაშაული რეფორმების დროს დაშვებულ შეცდომებად შეასაღონ საზოგადოებას. ხოლო მათზე მომუშავე მედია საშუალებები და მოკავშირეები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ცდილობენ დაუძლურებულ მონსტრს სული შთაბერონ და ძალის განცდა გაუჩინონ. თუმცა, სინამდვილეში ეს არის „უძალოთა ძალა“

„ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები, გრძნობენ, რომ მწირი ელექტორალური მხარდაჭერა არანაირად არ აძლევთ არჩევნების მოგების საშუალებას. ამიტომაც ცდილობენ, გარე ძალების დახმარებით მიაღწიონ ამ მიზანს და ჩვენი საზოგადოება უკვე ძალიან მკაფიოდ ხედავს ამას. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება, თუ როგორ ცდილობს უძალო ხალხს ძლიერად მოაჩვენოს თავი. რაც უფრო მალე შეამჩნევს ამას ჩვენი საზოგადოება, რაც უფრო მალე გათავისუფლდება იგი ხელოვნურად შექმნილი ყალბი წარმოდგენებისგან „ნაცმოძრაობის“ ძლევამოსილების შესახებ, მით უფრო მეტად და სწრაფად შეუწყობს ხელს ქართული პოლიტიკური სპექტრის დაწმენდა გაჯანსაღებას.

amo ზაალ ანჯაფარიძე: " . . . ჩვენი საზოგადოება, რაც უფრო მალე გათავისუფლდება ხელოვნურად შექმნილი ყალბი წარმოდგენებისგან „ნაცმოძრაობის“ ძლევამოსილების შესახებ, მით უფრო მეტად და სწრაფად შეუწყობს ხელს ქართული პოლიტიკური სპექტრის დაწმენდა გაჯანსაღებას ".
თქვენ პირს შაქარი ბ-ნო ზაალ, მაგრამ ვაი რომ ნაცი (საუბარი მაქვს არა ელიტაზე, რაც თავისთავად გასაგებია, არამედ უბრალო ხალხზე) დიაგნოზია და გამოსწორებას არ ექვემდებარება.
4 თვის უკან
trampi მიშელ ბაშელე აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას გმობს და აშშ-ის ხელისუფებას სერიოზული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს
მიშელ ბაშელე აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას გმობს და აშშ-ის ხელისუფებას სერიოზული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს


​გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე აშშ-ში პოლიციის მიერ შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ შეუიარაღებელი აფრიკელი ამერიკელების მკვლელობები შესაჩერებლად "სერიოზული ზომები უნდა მიიღოს".

„აშშ-ის ხელისუფლებამ ასეთი მკვლელობების შესაჩერებლად სერიოზული ზომები უნდა მიიღოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ფაქტი მაინც მოხდება, სამართლიანობის აღსრულება უნდა უზრუნველყოს. პროცედურები უნდა შეიცვალოს, უნდა შეიქმნას პრევენციის სისტემები, და უპირველეს ყოვლისა, პოლიციელები, რომლებიც ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას მიმართავენ, ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გასამართლდნენ,“- განაცხადა მიშელ ბაშელემ.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს მსგავს ინციდენტებში რასობრივი დისკრიმინაციის როლის შეფასება და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

„უნდა მოხდეს იმ როლის შეფასება, განხილვა, სათანადოდ აღიარება და გამკლავება, რასაც მსგავს ფატალურ შემთხვევებში რასობრივი დისკრიმინაცია ასრულებს,“- აღნიშნა ​გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

შეგახსენებთ, 46 წლის შავკანიანი ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს თეთრკანიანი პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს. ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის ოთხივე ოფიცერი, რომელიც ინციდენტში იყო ჩართული, გაათავისუფლეს, თუმცა მოსახლეობა მათ გასამართლებას განზრახ მკვლელობისთვის ითხოვს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------
აი ამათი დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვაზე სიაფანდი ბრახაბრუხი ....
აი ამათგან ისწავლა---ასწავლეს მიშამ ხალხის ხოცვა წამება .......
მე კიდევ აქ ზანგს რომ ზანგი დავუძახო, ეგრევე გუანტანამოში ამომაყოფინებენ თავს...ადამიანის უფლებებს არღვევ, შეურაცხყოფას აყენებო
ხოლო თვითონ რომ ქუჩაში ხალხს ხოცავენ ის კიდევ თურმე ....................... დემოკრატიის ჩუხჩუხია.....
და რამდენი ასეთი სიაფანდი ამბები.....
და საერთოდ....... ეს ე.წ. ადამიანის უფლებები და .... მთელი ეს ბრახაბრუხი უბრალ;ოდ მხოლოდ იარაღია ჩათლახების ხელში, რომელსაც ისე იყენებენ როგორც თვითონ აწყობთ..........მექოთნესი არ იყოს--- ყურს იქიდან შეაბამენ საითაც აწყობთ ...თორემ სინამდვილეში ადამიანი რაც დასტრესილ--დაბეჩავებულ---გაუბედურებული იქნება, მავანთა ხეირი ისაა, ის აწყობთ.
აბა სოციალურად დაუცველ დედას, პატარა ბავშვებს მათი ნების საწინაააღმდეგოდ რომ წააართმევ და პრიუტში ჩააბარებენ-- დედას ბავშვების შენახვის თავი არა ააქვსო..----..ეგააა ბავშვების უფლებების დაცვა, თუ დედას რომ ბავშვების შესანახ--გასაზრდელად დახმარება დაუნიშნონ, ისააა ბავშვების უფლებებზე ზრუნვა??
აი ესეთი ადამიანის უფლებების და დემოკრატიის დამცველები არიან ეს ჩვენი მასწავლებლები....
რაც მასწავლებელი--- ის მოსწავლე
4 თვის უკან
trampi დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკებს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს „ავაზაკებს“ უწოდებს.

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ის განზე ვერ გადგება და უყურებს, რა ხდება ამერიკის დიდ ქალაქში.

„ეს ავაზაკები ჯორჯ ფლოდის ხსოვნას შეურაცხყოფენ. მე ამას არ დავუშვებ, როდესაც ძარცვა-გლეჯა იწყება, სროლაც იწყება,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

„ბიბისის“ ინფორმაციით, რამდენიმედღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ მინეაპოლისში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ძალებია მობილიზებული. გამოცემის ცნობით, მინესოტას შტატის გუბერნატორმა ტიმ ვალცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციები უკონტროლო გახდა და მომიტინგეებმა შენობები დაწვეს.

შეგახსენებთ, აშშ-ში უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია გრძელდება. 46 წლის ჯორჯ ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ საპროტესტო აქციები შტატების სულ მცირე სამ ქალაქში მიმდინარეობს. მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
------------------------------------------------------------------

ქაჯები....... დემოკრატია არ იციან....ჩამოვიდნენ დემოკრატიას ვასწავლით

ჩვენთან კიდევ .......... ფოთოლი არ ჩამოვარდნილაო.....
არადა სინამდვილეში ქაჯები ჩვენა ვართ......აი ასე უნდა მიგველეწ მოგველეწა ყველაფერი მიშას დროს, დემოკრატია ის იქნებოდა ..
იქ ერთი ზანგი მოკლეს და მთელი სამი ქალაქი ააფეთქეს...... აქ კიდევ სუ ოპტომ ხოცავდნენ ბიჭებს ქუჩაში, ციხეში (კიდევ სად აღარ) და ფოთოლი არ ჩამოვარდნილაო ...
უნდა დაგვენგრია ყველაფერი... უნდა დაგვენგრია

sos sos sos ..
..თარგმნეთ და გაუგზავნეთ ყველას, ყველას
მივმართავ ყველა დაქნეულ ამერიკელ კონგრესმენს, სენატორს და ევროებს ....ჩვენ საქმეში რომ ცხვირს ყოფენ (არადა რა იმათი ტრაკის საქმეა)
ასლი ----ასოებს გიგაურ--ლომჯარიას თამადობით და მათ დაქალებს (აქაურებსაც და იქაურებსაც )

თქვენ კეთილებ მიქინძულებო, თქვენ დემოკრატია არ იციით რა არიიი? ამ შუქურებს(ისემც ქუნემ თქვენი კეთილები ) დემოკრატია ჩვენ გასწავლოოოთ? არ იციით რომ დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვააა? და რომ მათ აქვთ გამოხატვის უფლება--- არ გაგიგიაათ?? რად უშლით ხელს მანდაურობის დანგრევაში..... რატომ უგულვებელყოფთ ადამიანის უფლებებს? მათ დანგრევა სიამოვნებთ.............................ბიჯოოოს!!
მოკლედ, მთელი საქართველოს მოსახლეობა, თქვენი პოლიციელების ქმედებებით პირდაპირ აღშფოთებულ-- გადაშფოთებულია ...მიუშვით ეგ ხალხი ნებაზე, თორემ ვსიო, თქვენთან მეგობრობას ვწყვეთ...აღარ გამოგიგზავნით ღვინოს.......... მორჩა და გათავდა

ვაააა.......ისე კი ეს როგორ..... აქ რომ ,,ჯენტლმენებმა,, პარლამენტი შტურმით აიღონ, ის ადამიანის უფლებების გამოხატვააა და მანდ ერთი ორი მაღაზიის დამტვრევა წესრიგის დარღვევაა??
რათა თქვე ჩათლხებო, რათა? რატოა ჩემი რეპეტე ლობიო და თქვენი რეპეტე შემწვარი წიწილა??
კითხვა................. რამდენ თაგვს ანადგურებს 5 ბუ................ანუ რომელ უკანალში უკეთესი სუნია.....ჩათლახი პუტინის თუ დემოკრატიული
დასვლეთის?
არადა ორივე რომ გაუშვათ წყნარ ოკეანეში არ შეიძლებაააა??
4 თვის უკან
trampi კალიფორნიაში დემონსტრაციის დროს ფედერალური სამსახურის ოფიცერი მოკლეს


აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ოკლენდში, კალიფორნიაში ფედერალური სამსახურის ოფიცრების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რომლის შედეგად ერთი ოფიცერი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გამოცემის ცნობით, ვრცელდება ცნობები დემონსტრანტების მხრიდან ქალაქში გამოწვეული ზარალის შესახებ. არის ვანდალიზმის ფაქტები, გადამწვარია რამდენიმე შენობა, დაშავებული არიან პოლიციელები.

ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ათობით პირია დაკავებული. მათივე თქმით, უმეტესობა მათგანი, ნიუ იორკში, მანჰეტენისა და ბრუკლინის მიმდებარე ტერიტორიებზე დააკავეს.

ცნობისთვის, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები პოლიციელის მიერ აფრო-ამერიკელი მოქალაქის მკვლელობას აპროტესტებენ.

-----------------------------------------------------------------------------------------

ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ.........
.. ჩვენთან??-------ფოთოლი არ ჩამოვარდნილა...მალადეც ჩვენ(მაგრამ სინამდვილეში ??)
არადა 100---150 ათასი კაცი რამდენჯერ ვიყავით.....

ოოოოოოოოოოოოო.........................ეხლა უკვე ძაან ავღღღღშშშშფოდები----რას გავს ეს
მეტი გზა არაააა....... დემოკრატიული მოწოდებები უნდა გავუგზავნო თორემ მთელი ამერიკა მიასიქტიმეს
არადა როგორ ვნერვიულობ
4 თვის უკან