რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს კოვიდფონდიდან ფულის დახარჯვისკენ მოუწოდა

რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრს კოვიდფონდიდან ფულის დახარჯვისკენ მოუწოდა

წერილი მოგწერეთ თქვენ და მაინტერესებდა კოვიდფონდის ხარჯვის შესახებ. რატომ არის ეს ფონდი გაუმჭვირვალე, რაში ხარჯავთ? 133 მილიონი ლარი არის ამ ფონდში აკუმულირებული და ჯერ პასუხი არ მიგვიღია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საქართელოს პრემიერ-მინისტრს პარალამენტში მოხსენების დასრულების შემდეგ ჰკითხა.

გოცირიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ იხარჯება ფონდიდან ფული, როცა მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა მძიმეა. „ახლა გავიგე თქვენგან, რომ ეს ფონდი ყოფილა სარეზერვო, ბატონ ბიძინას მადლობა გადაუხადეთ, მისი 100 მილიონიც არის აქ და ამას გამოიყენებთ მერე. კი მაგრამ სარეზერვოდ გამოიყენეთ ის ფული, რომელიც მერე შემოვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ეს ფული რომელიც დევს, დახარჯეთ. ეს 133 მილიონი ლარი რომ გამოიყენოთ, 443 ათას თვითდასაქმებულს შეგიძლიათ რომ მისცეთ 300-ლარიანი დახმარება“, - განაცხადა გოცირიძემ.