მინდა, შევუერთდე ბატონ პრემიერს მოლოცვაში იმ დღის, რომელიც გუშინ იყო, 26 მაისი, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, უმნიშვნელოვანესი თარიღია, მაგრამ აქვე ერთი პატარა კითხვა მაქვს, არა ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო, ბატონო პრემიერო, პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა შუაშია პანდემია მანდ?, - ასეთი კითხვითი მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას პრემიერის მოხსენების დასრულების შემდეგ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მთავრობის მეთაურს საკოორდინაციო საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით კითხვა არ დაუსვა და აქცენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენ შორის არის. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია. თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მე უბრალოდ მინდა, რომ თქვენ გითხრათ: რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? მე ცოტა ხნის წინ ვნახე თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი შეერთებულ შტატებში სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა, გკითხოთ ვინ გირჩიათ, რომ მთავრობის მაგივრად, ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს. ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად.ამ წერილში, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო არტყია, წერილი იწყება ასე: რამოდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარიო. ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ და თან ამას აღიარებთ, თან ბოლო პოლიტპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით, კი ბატონო, გამოშვება არ გინდათ და გინდათ, კრიზისი შეინარჩუნოთ და ამიხსენით, როდის იტყუებოდით, ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას შემთხვევაში, თუ სხვების შემთხვევაში?“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისი კიდევ ერთი კითხვა მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც ეხებოდა.
„თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის, რომლებიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას. აი ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?“, - კითხულობს ბოკერია.
ამომრჩევლებმა რა ვქნათ, ლობისტებს მივცეთ ხმა თუ თქვენ?!
ეგ სამი ნაგავი პოლიტპატიმრრები კი არ არიან, არამედ პოილტკრიმინალებია!
რაც შეეხება მიმართვას პარტნიორებისადმი, დასანანია, ამ საკითხში გეთანხმები!